ის ბავშვის დასჯის წინააღმდეგი იყო უდიდესი ბრიტანელი მოაზროვნე ჯონ ლოკი, რომლის იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა კაცობრიობაზე, ბავშვისადმი მკაცრი მოპყრობის წინააღმდეგი იყო. მიაჩნდა, რომ მაგარი ხელი და ხშირი დასჯა საუკეთესო ადამიანს არ აყალიბებს. ასევე ფიქრობდა, რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი გონება უნდა ყოფილიყო. წარმოგიდგენთ ჯონ ლოკის შეხედულებებს აღზრდასა და განათლებაზე.
როგორ უნდა მივიღოთ ჯანსაღი სხეული და ჯანსაღი გონება? ანუ როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვი ისე, რომ იყოს სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი? თავდაპირველად ყურადღება უნდა მიექცეს ფიზიკურ ჯანმრთელობას. დაბადების პირველ წელს ამაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, ამისთვის მშობლებმა შესაბამისად უნდა გამოკვებონ და იზრუნონ ბავშვზე.
დისციპლინა:
ლოკს ოპტიპიმისტური დამოკიდებულება აქვს ადამიანის ბუნების მიმართ, თუმცა, ის გარკვეულ შემთხევევაში არ გამორიცხავს მსუბუქად დასჯას. მაგრამ მისი აზრით, დასჯით და სიმკაცრით ბავშვებთან სასურველ შედეგს ვერ მიაღწევ, "მე ხშირად მესმის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ბავშვებს მკაცრად უნდა მოვექცეთ, ჩემი აზრით, სკიმკაცრეს და დასჯას მცირე შედეგი მოაქვს სიკეთის თვალსაზრისით". ლოკი ამბობს, რომ დასჯით აღზრდილი ბავშვები იშვიათად გამოდიან საუკეთესო ადამიანები. მაშინ როგორ უნდა ისწავლონ ბავშვებმა, რა არის კარგი და ცუდი? როგორ უნდა გავხადოთ ისინი მოტივირებულნი, კარგი მანერების მქონენი? ლოკი ამ კითხვას პასუხობს შემდეგნაირად: ბავშვებმა ეს ყველაფერი უნდა ისწავლონ მაგალითებით და არა ზემოდან დაწესებული კანონებით. მშობლებმაც და მასწავლებლებმაც მათ უნდა უჩვენონ კარგი ქცევის მაგალითები: ბავშვები აკვირდებიან უფროსებს და შემდეგ გამოაქვთ თავიანთი დასკვნები, თუ რა არის კარგი და რა - ცუდი. ლოკის აზრით, ადამიანებში და განსაკუთრებით ბავშვებში არის მიმბაძველობის გრძნობა და მათ სურთ, რომ იყვნენ თავინთი მშობლებისა და მასწავლებლების მსგავსნი, ისინი ყოველთვის აიდეალებან უფროსებს. "ეს არის ადამიანის ბუნებრივი განვითარება და იმპულსები, ამიტომ თუ ჩვენ გვსურს, ჩვენს შვილებს ჰქონდეთ კარგი მანერები, იყვნენ ცივილიზებულნი, მაგალითი ჩვენ უნდა მივცეთ".
როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ზედმეტად ცელქობენ?
რა თქმა უნდა, ისინი იცელქებენ, თუმცა თუ რაიმე ცუდს ჩაიდენენ, არ უნდა მოგვეჩვენოს, რომ ეს არის ბუნებრივი ბოროტება მათში. ლოკის აზრით, ასეთ პრობლემებს ასაკი განკურნავს, ამიტომ არ უნდა ჩავარდე განსაცდელში, უნდა გახსოვდეს რომ ბავშვები არიან.
სწავლების პროცესი:
ლოკი ამბობს, რომ განათლების პროცესი ბავშვებისთვის არ უნდა ჰგავდეს სამსახურს, არც მოვალეობას. ადამიანისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება, რაც აკვნიდანვე დაჰყვება, არის თავისუფლება. ბავშვებს ყოველთვის უნდათ, თვითონ ირჩევდენ, იღებდნენ გადაწყვეტილებას, ამიტომ მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ ეს. სწავლება უნდა იყოს სასიამოვნო და მხიარული პროცესი, მათი ბუნებრივი მისწრაფებების განვითარებას ისახავდეს მიზნად. ბავშვებს ყოველთვის ექნებათ სურვილი, რომ ისწავლონ, თუ სათანადო პატივისცემით, სითბოთი მივაწოდებთ. სხვა შემთხევაში მათ მალე შეზიზღდებათ სკოლა.
ლოკის აზრით, ბავშვისთვის ცეკვის სწავლება აუცილებელია თან მაშინვე, როგორც კი ფიზიკური კონდიცია ხელს შეუწყობს. ცეკვა აძლევს ბავშვებს ძლიერ ხასიათს და სიმამაცეს. "როცა და გოგო და ბიჭი ერთად ცეკვავენ, ისინი სწავლობენ ერთმანეთთან სწორად და ცივილურად ურთიერთობას" .
ცეკვის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი, ლოკის აზრით, არის კითხვის შესწავლა. ის ამბობს, რომ ბავშვებმა მაშინვე უნდა დაიწყონ კითხვის შესწავლა, როგორც კი მეტყველებას დაეუფლებიან. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თვალებისა და ვერბალური კოორდინაცია ისწავლონ. აუცილებლად მიიჩნევს, რომ ბავშვებს კითხვასთან ერთად განვუვითაროთ მეხსიერება და ამისთვის მათ გარკვეული ტექსტები უნდა ასწავლოთ ზეპირად.
გაგრძელება