უადგილო იქნებოდა იმის მტკიცება, რომ საერთაშორისო პრესტიჟულ სასწავლებლებში მოხვედრა და სწავლა მხოლოდ ფულის წყალობით შეიძლება 21-ე საუკუნეში მხოლოდ ნიჭი, შრომა და იღბალი რომ საკმარისი არ არის ხარისხიანი უმაღლესი განათლების მისაღებად, ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება. თუმცა რატომ მხოლოდ 21-ე საუკუნეში?! ფინანსური სახსრები ამ სამეულის დამაგვირგვინებელი, მეოთხე აუცილებელი კომპონენტია. განათლება ოდითგანვე შეძლებული ოჯახების პრივილეგია იყო. თუმცა, ცხადია, არსებობენ გამონაკლისებიც. მით უფრო ინტერნეტის ეპოქაში და იმის გათვალისწინებით, რომ თუნდაც მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებელში სწავლა განათლებულობას სულაც არ ნიშნავს. გააჩნია, ვის როგორ ესმის ზოგადად განათლება. უადგილო იქნებოდა იმის მტკიცება, რომ საერთაშორისო პრესტიჟულ სასწავლებლებში მოხვედრა და სწავლა მხოლოდ ფულის წყალობით შეიძლება.
მსოფლიოს რომელი ქალაქების პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლობენ ცნობილი ქართველების შვილები? გთავაზობთ წარმატებული ქართველი ახალგაზრდების ექვსეულს.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფროსმა ვაჟმა ედუარდ სააკაშვილმა, სვარტმორის კოლეჯში, მეორე კურსი წარჩინებით დახურა.
გასულ წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ედუარდი მსოფლიოს რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში მიიღეს, მათ შორის იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში, დორტმუნდისა და უილიამსის კოლეჯში. სწავლის გაგრძელება მან სვარტმორის კოლეჯში ფიზიკის განხრით გადაწყვიტა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბილ კლინტონმაც ურჩია. თავის დროზე, ბილ კლინტონი ოქსფორდში სასწავლებლად, სწორედ სვარტმორის კოლეჯის სტიპენდიების აკადემიურმა საბჭომ გაგზავნა.
ასევე შარშან უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას ვაჟმა, ლევან ბოკერიამ ნიუ-იორკში როჩესტერის უნივერსიტეტი დაამთავრა. ამის შესახებ ბოკერიას მეუღლემ, ტელეწამყვანმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია.
"აი ასე, დაამთავრა როჩესტერის უნივერსიტეტი და გააგრძელებს მუშაობას ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში ბიოფსიქოლოგია, ნეირომეცნიერება, ფილოსოფია და ეკონომიკაც - ყოველი შემთხვევისთვის. ამაყი დედინაცვალი
გაგრძელება