მოქმედების ადგილი: სკოლის მიმდებარე ტერიტორია. რესპონდენტების ასაკი: 13-დან 19-მდე, კითხვები: უმარტივესი ერთხელ მასწავლებელმა მიხეილ ჯავახიშვილის "ლამბალო და ყაშას" წაკითხვა დაგვავალა. როცა ამ წიგნზე ჩვენი შთაბეჭდილებების შესახებ გვკითხა, ჩემმა კლასელმა თამუნამ თავი გაიმართლა, ლამბალო ვიშოვე, ყაშა კი ვერაო. შემრცხვა... ბავშვებმა დასცინეს, - არ უნდა დაეცინათ. თამუნა გაკვეთილებს ერთი კვირა აცდენდა, მერე გაბედა და დაგვიბრუნდა. ეს ამბავი ახლახან გამახსენდა, როცა ჩემმა 16 წლის ბიძაშვილმა, მარიმ მკითხა, "ტომ სოიერის თავგადასავალი" ვისი დაწერილიაო. ჰოდა, ერთგვარი "ლიტერატურული გამოკითხვის" ჩატარება გადავწყვიტე.
მოქმედების ადგილი: სკოლის მიმდებარე ტერიტორია.
რესპონდენტების ასაკი: 13-დან 19-მდე.
კითხვები: უმარტივესი, თუმცა ცოტა დამაბნეველი.
შედეგი: შედეგი... თამუნას და მარის გაუმჯობესებული "რეკორდი".
- სერვანტესი ფიზიკოსი იყო თუ მწერალი?
ნინი, 16 წლის: - მგონი, ფიზიკოსი. ზუსტად არ მახსოვს. მგონი, გამოიგონა კანონი ჩაძირულ სხეულებზე?
- არა, ის არქიმედე იყო.
- ააა... ფიზიკოსი იყო რა, ეს სერვანტესი. აი, ნაღდად ეგრეა. რა გამოიგონა, არ მახსოვს.
- სერვანტესმა "დონ კიხოტი" "გამოიგონა", ნინი, მაგრამ ამის შესახებ არც ლაშამ და არც თაკომ არაფერი იციან...
მე ისინი "მოვატყუე", მაგრამ იმის დიდი იმედით, რომ ამ ტყუილს ორივე მიმიხვდებოდა. ვერაფერსაც ვერ მიხვდნენ:
- რომელი სერიალის გმირია დონ კიხოტი?
თაკო, 17 წლის: - აააა... მოიცა, გავიხსენო... "რუსთავზე" გადის მგონი, მაგარი ტიპი გამოდის მთავარ როლში, დიდთვალება. უი, მგონი იმ ბიჭს დონ ხუანი ჰქვია. არა, არა, ნამდვილად დონ კიხოტია.
ლაშა, 16 წლის: - არ ვუყურებ სერიალებს. სახლში სულ მაგაზეა ჩხუბი, დედაჩემია სერიალების ფანი. მაგ დროს მირჩევნია კომპთან ვიჯდე და ვინმეს ველაქლაქებოდე. სერიალებზეა გამოკითხვა? მეტი თემა ვერ მოიფიქრეთ?
- არა, ლიტერატურაზეა!
- აბა, სერიალის გმირიო და...
- ილია ჭავჭავაძემ "კაცია ადამიანი?!" ინგლისურიდან თარგმნა თუ რუსულიდან?
ნუკი, 17 წლის: - რუსულიდან თარგმნა. მაგარი თარგმანია, როცა ვისწავლეთ, ბევრი ვიცინე.
- ავტორი ხომ არ გახსოვს?
- არ მახსოვს. კარგი მთარგმნელია ილია.
რეზი, 19 წლის: - აუ, არ მახსოვს, სკოლაში ვისწავლეთ. უფრო რუსულიდან თარგმნიდა.
აღმოჩნდა, რომ ლუკა რაზიკაშვილი არასდროს ყოფილა ვაჟა-ფშაველა:
- ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის ლუკა რაზიკაშვილი და ვაჟა-ფშაველა?
გიგი, 16 წლის: - ძმები? მაგრამ გვარი რომ სხვადასხვა აქვთ? აუ, მართლა არ მახსოვს. სხვას ჰკითხეთ.
გაგრძელება