უნდა კითხულობდნენ თუ არა ბავშვები დეტექტივს - ეს ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს
უნდა კითხულობდნენ თუ არა ბავშვები დეტექტივს - ეს ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს
რაც უფრო იზრდებიან ჩვენი შვილები და მოზარდობის ასაკს უახლოვდებიან, დამოუკიდებლობა და თავდაჯერება ემატებათ. ეს აშკარად ეტყობა მათ ქცევას და მათ შორის, კითხვის ჩვევასაც. დიახ, თუნდაც წიგნების დიდი მოყვარული არ იყოს, ასაკი ძალაუნებურად უბიძგებს მას "დიდური" ქცევისკენ. წიგნის კითხვაც ხომ "უფროსების საქმეა". სხვათა შორის, თინეიჯერობისკენ გარდამავალ ასაკში (8,9,10 წელი) ყველაზე დიდი შანსია, სამომავლოდ მისგან კარგი მკითხველი დადგეს. სწორედ ამ დროს იწყებენ იმ ჟანრებით დაინტერესებას, რაც ასევე "დიდურ" თემებად ითვლება - დეტექტივი, ფანტასტიკა, რომანი... ესენი ყველაზე "ჩამთრევ" ჟანრებადაც მიიჩნევა და პატარა მკითხველს
გაათმაგებულ ინტერესს უღვივებს.

ბავშვის დაინტერესება
რომ მშობლის "სუსტი წერტილია", ვიცით. გამომცემლებიც ამ მიმართულებით არანაკლებ ენთუზიაზმს იჩენენ. შედეგად კი საბავშვო დეტექტივი მთელ მსოფლიოში მოთხოვნად და აღიარებულ ჟანრად იქცა. ქართული გამომცემლებიც არ არიან გამონაკლისნი - ახლახან 8-12 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილ სერიაში "ლიბერქიდსი" საბავშვო დეტექტივი "შერლოკი, ლუპენი და მე" გამოვიდა. ვინაიდან წიგნმა მალევე მიიპყრო ყურადღება და ჯერჯერობით ერთადერთ საბავშვო დეტექტივად რჩება ქართულ ენაზე, საჭიროდ ჩავთვალეთ გაგვერკვია, რამდენად სასარგებლოა ეს ჟანრი ბავშვისთვის და რატომ გახდა ზემოაღნიშნული წიგნი საინტერესო ბავშვებისთვის.

mshoblebi

ბავშვებს უყვართ საიდუმლოს ამოხსნა

თავსატეხები, გამოცანები, კროსვორდები - ეს ყველაფერი ხომ ბავშვების საყვარელი "ტვინსაჭყლეტებია". ასეთია დეტექტივიც - მისი კითხვისას გონება გაფაციცებულია, რომ რაიმე არ გამორჩეს. საქმეს ხომ ზოგჯერ სულ უმცირესი დეტალი ხსნის, რომელიც ნებისმიერ გვერზე შეიძლება იპოვო.

დიდების სამყაროში შეჭყეტვის სურვილი
დეტექტივი გინდ საბავშვო იყოს და გინდაც უფროსებისთვის, აუცილებლად შეიცავს კრიმინალის ელემენტებს. მართალია, საბავშვო დეტექტივში ძალადობის სცენები არ არის, მაგრამ ქურდობის, თაღლითობის თუ სხვა დანაშაულის შესახებ აუცილებლად ეწერება. შესაბამისად, ასეთ წიგნებს პატარა მკითხველს რელურ სამყაროსთან სიახლოვის შეგრძნებას უჩენს და თითქოს გადამყვანი ხიდია ზღაპრებსა და "დიდურ" წიგნს შორის.
mshoblebi
4617
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები