მათემატიკის ოლიმპიადა "ევერესტზე" მეორეკლასელებისთვის ახალი წესები დაწესდა
მათემატიკის ოლიმპიადა "ევერესტზე"  მეორეკლასელებისთვის ახალი წესები დაწესდა
"ევერესტის"ყველაზე პატარა მონაწილეები მეორეკლასელები არიან, რომელთათვისაც ოლიმპიადის გუნდმა განსაკუთრებული წესები დააწესა. ორგანიზატორთა განცხადებით, ცვლილებები განსაკუთრებულად თბილი და უსაფრთხო გარემოს შექმნას ითვალისწინებს. "ევერესტის" გუნდი ფიქრობს, რომ აუცილებელია, ბავშვები თავიდანვე მიეჩვიონ კონკურენციას, ადრეულ ასაკშივე ისწავლონ მოგებისა და წაგების გემო, რომ მომავალში უფრო ძლიერები და მიზანდასახულები იყვნენ, თუმცა ეს უნდა მოხდეს ისე, რომ ბავშვები ფსიქოლოგიურად არ დაითრგუნონ. სწორედ ამიტომ სჭირდებათ განსაკუთრებული პირობები.

mshoblebi
რას გულისხმობს განსაკუთრებული პირობები?
"მეორეკლასელი მოსწავლეებისთვის, რომლებმაც სულ ახლახან ისწავლეს წერა, კითხვა, ანგარიში, კონკურსი მხოლოდ ორ ეტაპად ტარდება და მეორე ეტაპზე
გადადის აბსოლუტურად ყველა მონაწილე. რითაა
ეს განპირობებული ? მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როდესაც მეორეკლასელს პირველ ტურში მაღალი ქულები ვერ დაუგროვებია, თუმცა სურათი შეცვლილა მეორე ტურში და იგივე მოსწავლე საუკეთესო ასეულშიც მოხვედრილა.

mshoblebi
რატომ ხდება ეს? იქიდან გამომდინარე, რომ ეს მათთთვის ოლიმპიადაში მონაწილეობის სტარტაპია, პირველ ტურში ეცნობიან ტესტის ფორმატს, სირთულეს, რწმუნდებიან საკუთარ შესაძლებლობებში და მეორე ტურში უფრო თავდაჯერებულები მოდიან, რაც მათ ქულებზე აისახება.ჯამდება I და II ეტაზე მიღებული ქულები, გამოვლინდება 100 ყველაზე მაღალქულიანი მონაწილე, თითოლეულ მათგანს გადაეცემა ოლიმპიადა "ევერესტის" ამოცანათა კრებული, საჩუქრები და სიგელები. ოლიმპიადა არცერთ მეოერე კლასელს არ ტოვებს გულდაწყვეტილს და ყველა მათგანს გადასცემს სერთიფიკატს.

mshoblebi
ოლიმპიადის გუნდის მიზანია, მოსწავლეები პატარაობიდანვე შეაჩვიონ საგამოცდო გარემოს და სწავლის მოტივაცია გაზარდონ მათში. "ევერესტი" მეორე კლასელებს აძლევს შესაძლებლობას, გამოსცადონ საკუთარი თავი, იამაყონ საკუთარი შედეგებით, იგემონ გამარჯვება და გაუჩნდეთ მოტივაცია, მიაღწიონ უფრო მეტ წარმატებას, სწორედ ამიტომაა "ევერესტი" ყველასთვის საყვარელი ოლიმპიადა".

11165
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
თამარი
0
მიყვარს ევერესტი
17:46 / 14-11-2016
ნინო
0
საუკეთესოა ევერესტი, 4 წელია უკვე ვიღებთ მონაწილეობას და ძალიან კმაყოფილები ვართ.
18:40 / 10-11-2016
myquiz
მსგავსი სიახლეები