მოსწავლეები საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე დიდხანს დაისვენებენ საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან გამოცხადდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის ბრძანების საფუძველზე არდადეგები 16 დღის განმავლობაში ფასტანს. სწავლა შეწყდება პარასკევს, 30 დეკემბერს, ხოლო სასწავლო პროცესი განახლდება 16 იანვარს, ორშაბათ დღეს.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება და 2017 წლის 9 იანვარს განახლდება.
რაც შეეხება კერძო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ზამთრის არდადეგების გამოცხადებას, არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღებს ისინი თავად განსაზღვრავენ.