"მშობლებს თუ უნდათ გართობა, გაერთონ ბავშვების გარეშე" - რას ფიქრობენ ექსკურსიებზე სოციალურ ქსელში
"მშობლებს თუ უნდათ გართობა, გაერთონ ბავშვების გარეშე" - რას ფიქრობენ ექსკურსიებზე სოციალურ ქსელში
ყოველ ზაფხულს სასკოლო ექსკურსიების თემა ცხარე განხილვის თემა ხდება. გამონაკლისი არც წლევანდელი ზაფხულია.  ბორჯომის რაიონის სოფელ ქვაბისხევში პედაგოგის გარდაცვალებამ ბევრს საერთოდ გაუქრო ექსკურსიის მოწყობის სურვილი. ზოგი ფიქრობს, რომ ეს აქტივობა უსარგებლო და საერთოდ გასაქრობია, ზოგს კი გარკვეული რეგულაციების შემოღება ესახება უბედური შემთხვევების თავიდან არიდების გზად. ამ თემასთან დაკავშირებით, მასმედიასა თუ სოციალურ ქსელში ძალიან ბევრმა ადამიანმა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება, რაც ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება.


„გუშინ მწვანე მონასტერში "მარშუტკა" შემხვდა, წესით - 16-კაციანი. ვუყურებდი, ჩამოდიოდა ხალხი და აშკარად ბევრად მეტნი იყვნენ,
პატარა ასე 8-9 წლის ბავშვებით. მძღოლს რომ ვკითხე, 40 ადამიანი მყავს დატეულიო - სიამაყით თქვა, ჰოდა კი ამეშალა ამ მძღოლზე ნერვები, მაგრამ როდესაც მასწავლებლებს და მშობლებს არ აქვთ იმის შეგნება, რა საფრთხეში აგდებენ ბავშვებს, ეს მძღოლი ბოლოა, ვისაც პასუხი უნდა მოეთხოვოს."


"ტაძარში შესვლა და მინდორში პურმარილი მართლა არ ეყოფა ბავშვს, ეს მართლაც გართობის ნაწილია, თან არც უსაფრთხო მგზავრობის ფონზე, რაიმე შემეცნებითი აუცილებელია. ორი დღის წინ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ვიყავით, გამოსვლისას იცით რა ჩაწერა ჩემმა შვილმა შთაბეჭდილებების წიგნში, რა სასიამოვნოა, როცა სკოლაში თეორიულად მოსმენილს, აქ პრაქტიკულად შევეხე და ჩემი თვალით ვნახეო. ე.ი. რაღაცები აინტერესებთ
ბავშვებს, სწორად უნდა დაიგეგმოს მართლაც, მეც ძალიან ვისიამოვნე... წარსული გაგვიცოცხლა გიდმა".


"პედაგოგებს სახლში ყოფნა და დასვენება ურჩევნიათ. უზომოდ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ყოველი ექსკურსიის დროს. შიშით გული მიკანკალებს. რა მოლოცვა? წყნარადაც ვერ ვათვალიერებ. გიჟივით დავდევ ბავშვებს, კიდევ კარგი, თავის დროზე მაქვს ნანახი, თორემ მოსწავლეების ექსკურსიებიდან სიამოვნებაზე მეტი ნერვიულობა მომყვება ხოლმე. მშობლებსაც შეუძლიათ რაღაც თვითონაც დაგეგმონ და გაალამაზონ ხოლმე ექსკურსიაზე, ინფორმაციაც მიაწოდონ და გართობითაც უზრუნველყონ ბავშვები და უსაფრთხოებაზეც იზრუნონ. დაუშალათ ვინმემ?"


"პირადად მე იმას ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყოს ექსკურსია მხოლოდ შემეცნებითი ხასიათის და რა უდგას იმას წინ, რომ პიკნიკიც მოეწყოს და ბავშვმაც გაიხაროს? შემეცნება და გართობა ერთად ტეხავს? ასეთი სერიოზულობით თუ მიუდგა ყველა ექსკურსიას, რომელ ბავშვს ექნება ექსკურსიაზე წასვლის სურვილი? ერთი მეორეს რაში უშლის ხელს ვერაფრით ვხვდები და ვერც მივხვდები. ყველაფერი კარგია ზომიერების ფარგლებში. ამ ბოლო დროს ისე ებრძვის ხალხი პიკნიკს და ჭამას. აბა, რა უნდა ქნან მთელი დღე ბავშვებმა. დაიხოცონ შიმშილით? :)))) ან იქნებ ექსკურსიაზეც წიგნი დააჭერინონ ხელში და აკითხონ რაც შეიძლება მეტი?"
mshoblebi

"შარშან მახსოვს, ერთი სკოლის მშობლები მოვიდნენ, ვიცით, რომ ექსკურსიებს აწყობთ და იქნებ დაგვეხმაროთო. ორი-სამი კვირის მანძილზე ვთანხმდებოდით მე და კლასის ხელმძღვანელი, რა იყო ექსკურსიის მიზანი, რა გვენახა, რატომ. შევთანხმდით, ასაკიდან გამომდინარე ბოლნისი-დმანისი მიმართულება ავირჩიეთ. ასევე ვიფიქრეთ, რომ ჩემ გარდა ექსკურსიაზე წამოვიდოდა ორი-სამი სტუდენტი, რომელიც ანიმატორის ფუნქციას შესრულებდა. რადგან მე ავტოპარკი არ მყავს, პარალელურად დავიწყე ავტობუსის მოძებნა. ჩემს ტელეფონში არსებულ ნომრებზე ვრეკე და ყველა მძღოლი დაკავებული აღმოჩნდა. პირადადაც მივედი რამდენიმე ავტოპარკში, რომ კარგი და გამართული მაქანა მენახა. ვიპოვე მანქანა. თანხა, სადღაც, 480 თუ 500 ლარი მოითხოვა. კლასში 22 ბავშვი იყო, მასწავლებელმა მითხრა, რომ ორი ბავშვი იმიტომ რომ კლასს არ ჩამორჩენოდა, უფასოდ მიგვყავდა. მარტო გზისა და იქ მუზეუმში შესვლის ფული ბავშვზე 25 ლარი გამოდიოდა. გადავწყვიტე, მშობლებს კაცს 5-6 ლარი დაემატებინა, რომ გიდის მომსახურებაც დაეფარათ. რა გამოვიდა? ჩემი მეზობელი, ერთ-ერთი მშობელი, ბოდიშით მოვიდა, მშობლებმა თქვეს, გიდი არ გვინდა და იქნებ ავტობუსის მძღოლის ნომერი მომცეთო. იქნებ არც უნდა მიმეცა, მაგრამ, ცხადია, მივეცი ნომერი. მერე მასწავლებელმაც ბოდიში მომიხადა, არ იდარდოთ-მეთქი და დეტალურად ვუთხარი მაინც, რა უნდა ენახათ. არ ჰქონდათ დამატებითი 5 ლარი? ჰქონდათ, მანამდე რამდენჯერმე მითხრეს, მწვადის შეწვა სად შეიძლებაო? სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში მშობლისთვის მწვადი მეტია, ვიდრე გიდი! თან ეს ყველაფერი ტურისტული სააგენტოდან ოფიციალურად რომ გატარდეს, ხარჯები გაცილებით იზრდება, 20 პროცენტი ხომ საშემოსავლო უნდა გადაიხადო".



"ზუსტად მაგას ვჩივი მეც... 9 წლის ბავშვებს რატომ დაარბენინებენ პილიგრიმებივით, არ მესმის. ხმას ამოიღებ და პედაგოგს ვინ კითხავს, მშობლები მიბღვერენ. ექსკურსიას უნდა ჰქონდეს რაიმეს შემეცნების ფუნქცია. თუ არა და რა საჭიროა, არ მესმის. მშობლებს თუ უნდათ გართობა, გაერთონ ბავშვების გარეშე".

"ვერანაირი კანონი ვერ გახდის ექსკურსიას უსაფრთხოს, სანამ თავად მშობლებიც არ გაიაზრებენ ამ ყველაფერს. საკუთარი თვალით მინახავს, როგორ აყენებს დედა უფსკრულის პირას 6-7 წლის ბავშვს ფოტოების გადასაღებად. ასეთ მშობელს რომელი კანონი და რეგულაცია უშველის".

"იყოს, ბატონო, ოღონდ ნორმების ფარგლებში და მაქსიმალურად იზრუნოს სკოლამ იმაზე, რომ ტრანსპორტი გამართული იყოს. როგორც ვიცი, სკოლაც ითხოვს მასწავლებლისგან, წელიწადში ორ ექსკურსიას. ჰოდა, კეთილი ინებონ და ან თავად შეიძინონ ტრასპორტი, ან მოიძიონ ამ დღეებში და პასუხისმგებლობაც იკისრონ. გარდა ამისა, უნდა დაწესდეს გარკვეული წესები - რომ ალკოჰოლური სასმელი არ უნდა წაიღონ არავითარ შემთხვევაში. თორემ რამდენიც გინდათ, იმდენი შემთხვევა ვიცი, რომ გამოთვრებიან მშობლები და მანქანის კაპოტებზე ცეკვავენ, ბავშვების დასანახად... უფრო მშობლებს უხარიათ ეს ექსკურსიები, ვიდრე ბავშვებს. გასაგებია, რომ ეს კლასის უკეთ გაცნობას და დაახლოებას უწყობს ხელს, მაგრამ ხომ შეიძლება ნორმების დაცვა? საერთოდ ვერ იგებენ (და არც აინტერესებთ) დაწყებითი კლასების ბავშვები, სად იყვნენ, რა ნახეს, რომელ სიწმინდეებს შეეხნენ... მათთვის ყველაზე დასამახსოვრებელი პიკნიკი და იქაური გართობა-თამაშია, ტყე-მინდვრებში გალაღება. იქნებ მარტო პიკნიკები მოუწყოთ ხოლმე, პატარებს მაინც, სადმე ახლოს, ტყეში და ნუღარ დაატარებთ აქეთ-იქით"...

"ზუსტად შარშან იყო, რომ ექსკურსიაზე მყოფი ჩემი შვილი დავარდა და ფეხი მოიტეხა. ისეთი კლდოვანი ადგილები იყო, ფეხი დაუცდა და ორი კვირა თაბაშირში გაატარა... რამდენიც გინდათ, იმდენი ვიცი ასეთი შემთხვევა, როცა ექსკურსიები მთავრდება მინიმუმ ტრავმებით და მაქსიმუმ - ტრაგედიებით. მარტო ის შემთხვევა რად ღირს, ბავშვი რომ დარჩათ ტყეში და გარდაიცვალა... იქნებ მართლა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ ყველაფერს სკოლებიც და სამინისტროც. და თუ მაინც უნდა იაროს ამ ხალხმა აქეთ-იქით, პატარა ბავშვებით, უსაფრთხოება მაინც უზრუნველყონ..."



დავინტერესდით, რა პასუხისმგებლობას იღებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და არსებობს თუ არა ექსკურსიების მოწყობის რაიმე ჩარჩო-რეკომენდაცია:

"იმ შემთხვევაში, როდესაც სკოლიდან ბავშვები ექსკურსიაზე მიდიან, მათ სკოლის ადმინისტრაციიდან, უსაფრთხოების მიზნით ყოველთვის მიყვებათ ერთი ან რამდენიმე პიროვნება.

ძალიან ხშირ შემთხვევაში იქ არიან მანდატურები... ეს არის განათლების სამინისტროს რეგულაცია იმ მხრივ, რომ სკოლიდან ბავშვები ზედამხედველის გარეშე არ წავიდნენ, ამის არცერთი

მაგალითიც არ არსებობს! რაც შეეხება ღირშესანიშნავ ადგილებზე არსებულ მოაჯირებს, ეს სხვა უწყების კომპეტენციაა!" - აცხადებენ სამინისტროში.

წაიკითხეთ ასევე: რამდენად სავალდებულოა ექსკურსიები


20042
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ნათი
0
ნამდვილად გეთანხმებით,უნდა კონტროლდებოდეს,ჩვენ ბავშვობაში რატომ არ ხდებოდა ასეთი ტრაგედიები??ჯერ ერთი რომ ექსკურსიები ღრეობაში არ გადადიოდა.სასმელი რომ მიაქვთ და კარგად გამოთვრებიან მშობლები ეს ნორმალურად არ მიმაჩნია...ჩვენ ყოველ წელს დავდივართ ექსკურსიაზი და ვხედავ დადებითსაც და უარყოფით მხარეებს.
08:57 / 11-06-2018
nia
1
მიკლეთ მართლა კლავიატურის ლომები ხართ რა! ექსკურსიებიღა დაგრჩათ განსაკითხი და აჰა.მიხდეთ რა თქვენ თქვემნ საქმეს,ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის,სახალისოდა სასიამოვნოა ექსკურსია.ბოღმა ხალხი ხართ რა.
16:17 / 07-06-2017
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?