ამ დროს თაროზე შემოდებული დიპლომები არავის გახსენებია
ჩვენ ხშირად ვაქვეყნებთ მშობლების წერილებს. ამჯერად კი 22 წლის ახალგაზრდის წერილს გთავზობთ, რომელიც სხვა მშობლებს მიმართავს. ვფიქრობთ, ეს თემა ბევრს ენიშნება და იქნებ მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთებაშიც დაგეხმაროთ.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნების კითხვა ბავშვობიდან მიყვარს და სკოლაში ბეჯითი მოსწავლეც ვიყავი, ჩემი ოცნება ხეზე მუშაობა იყო. სულ მინდოდა მესწავლა როგორ მზადდება ხისგან სხვადსახვა ნივთები და ჩემი ცხოვრების გააზრებული ნაწილი ამ საქმიანობისთვის დამეთმო.
თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩემი ოჯახი იმ კატეგორიას მიეკუთვნება , სადაც თვლიან, რომ დიპლომმირებული ადამიანი ცხოვრებაში მეტად პრივილეგირებულია. რა თქმა უნდა, ამ დროს თაროზე შემოდებული დიპლომები არავის გახსენებია და ამგვარად სკოლის თამთავრების შემდეგ აბიტურიენტი გავხდი. ასე ოფიციალურად დაიწყო ძალადობა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ.
გარდა იმისა, რომ არ გაითვალისწინეს ჩემი აზრი უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით, იმასაც კი არ მეკითხებოდნენ, რომელი პროფესია უნდა ამერჩია. მოკლედ, ოჯახის კეთილმოსურნე "საბჭომ“ ჩემ ნაცვლად ყველაფერზე იზრუნა და გამომიტანა საბოლოო ვერდიქტი გავხდე სტუდენტი.
როცა უფროსები, ჩვენზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ, ავიწყდებათ მარტივი ჭეშმარიტება, რომ განათლების მიღება კონკრეტული შენობის კედლებში სიარული და ამ სიარულის დამადასტურებელი ქაღალდის სახლში მოტანა არ არის. მე თუ მინდა ხეზე მუშაობა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უარს ვიტყვი ფილოსოფიური წიგნების წაკითხვაზე, გვერდზე გადავდებ რემარკს და დაუკარგავში გადავისვრი "ვეფხისტყაოსანს“. ნუ გვავიწყდება, რომ მსოფლიოს ჰყავს კურსადაუმთავრებელი გენიოსები და ნიჭს ვერ დაუწესებთ საზღვარს, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა საქართელოში ზოგიერთ მშობელს ჰგონია, რომ მისი შვილი თუ ტურიზმზე ისწავლის, ტურისტი გამოვა.
როცა ამ ბლოგპოსტს ვწერ, არ გეგონოთ, რომ ანტიგანმანათელებლურ პროგანდას ვეწევი და მეამბოხე აბიტურიენტებს ვაგულიანებ. უბრალოდ მინდა ყურადღება რამდენიმე უარყოფით ფაქტორზე გავამახვილო, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, როცა შვილს ვაიძულებთ აბიტურიენტობას.
ფსიქლოგიური ძალადობა, რაც ძალიან დამაბნეველია ახალზრდისთვის და კიდევ უფრო ურთულებს ცხოვრებას აბიტურიენტების დიდი ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას შერჩეულ პროფესიასთან დაკავშირებით. აგრეთვე ხშირად აბიტურიენტები პოპულარულ პროფესიებზე აკეთებენ არჩევანს და შესაძლოა არც იციან, რომ არსებობს სხვა ნაკლებადპოპულარული, მაგრამ ძალიან მოთხოვნადი და საჭირო პროფესიები განათლების რეფორმა, რომელიც უფრო მატერიალურ მოგებაზეა ორიენტირებული, ვიდრე საბოლოოდ პროფესიონალი კადრების მიღებაზე. ვგულისმობ , რიცხობრივ ჩამონათვალს, რომელიც აბიტურიენტს საშუალებას აძლევს თუ სასურველ პროფესიაზე ვერ მოვხდა, სხვა პროფესიაზე ისწავლოს, რამაც საზოგადოებაში დაამკვიდრა აზრი -"სადღაც მოხვდეს და დიპლომი ჰქონდეს“ , "ოღონდ ბავშვი გარეთ არ დარჩეს“ -დამეთანხმებით ალბათ, რომ ამგვარი მიდგომა სხვა არაფერია, თუ არა არაპროფესიონალიზმის წახალისება. საზოგადოების დამოკიდებულების შიში აბიტურიენტების მხრიდან, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ თუ აბიტურიენტი ჩაიჭრა ის უნიჭო არსებაა და არაფერი ეშველება. დამოკიდებულება - სირცხვილია შენმა შვილმა, რომ უმაღლესი განათლება არ მიიღოს სტერეოტიპი - მეზობლის შვილი სწავლობს და ჩემმაც იაროს უნივერსიტეტში.
ჩემი, როგორც ყოფილი აბიტურიენტის რჩევა იქნება, მშობლებო, დრო მოანდომეთ საკუთარი შვილის ნიჭიერების აღმოჩენას და მის განვითარებას, მერე რომ ქართული ლარივით არ გაგიუფასურდეთ საკუთარ შვილზე დამყარებული იმედები. შეეშვით ფსქილოგიურ ძალადობას და ნუ დააკომპლექსებთ შვილებს, საზოგადოების სტერეოტიპული შეხედულების საპირწონედ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გეყოლებათ ჩემნაირი დიპლომიანი შვილი, რომელიც არასდროს იმუშავებს ეკონომისტად, იმიტომ, კი არა რომ ნაკლებად აინტერესებს იმპორ-ექსპორტის საკითხები და ქვეყნის მონეტარული პოლიტიკა. უბრალოდ, მე არასოდეს დავიხარჯები ამ პროფესიაში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ ჩავაბარო პროფესიულ კოლეჯში, რომელშიც ვისწავლი ხეზე მუშაობის ტექნიკას და დაე, ჩემმა მშობლებმა უყურონ თაროზე შემოდებულ უფუნქციო ეკონომისტის დიპლომს. ეს ჩემი მხრიდან, მათ მიმართ გამოხატული სასჯელი არ არის. ეს არის ჩემ ნაცვლად მათი გაკეთებული არჩევანის შედეგი.
ლუკა. 22წლის