რისი ნიჭი აქვს თქვენ შვილს - გაიგეთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რისი ნიჭი აქვს თქვენ შვილს - გაიგეთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ჩვენი შვილები, ამქვეყნად მოვლინების წამიდან უნიკალურ ინდივიდებად ყალიბდებიან. ამიტომ თითოეულ მათგანს, კონკრეტულად მისთვის განკუთვნილი ცხოვრების გზა და შესაძლებლობები გააჩნია. თუმცა, როცა საქმე მომავალი პროფესიის არჩევანზე მიდგება, მშობლებს ურჩევნიათ, ბავშვობის ასაკიდანვე აღმოაჩინონ საკუთარ შვილში ის, თუ რომელი სფეროს მიმართ ექნება მას ინტერესი და რა მიმართულებით აჯობებს მიმართონ მისი შესაძლებლობები. ზოდიაქოს ნიშანი ამ მხრივ ძალიან გაგიმარტივებთ საქმეს.

ვერძი - ამ ნიშნით დაბადებულ ბავშვებს შემოქმედებითი ნიჭი გააჩნიათ. ხატვა, მუსიკა, თეატრი, კინო – მათი სფეროა. ბიჭუნები სპორტულ სარბიელზე გამოიჩენენ თავს. გოგონა შესაძლოა ჟურნალისტიკითაც დაინტერესდეს.

კურო -
პატარა კუროებს ძერწვა,
არქიტექტურა და დიზაინი იზიდავთ. მათ დიდ ნაწილს სიამოვნებას ანიჭებს ყვავილების მოვლა და შესაძლოა, მისგან კარგი ფლორისტი დადგეს. მათემატიკური უნარების შესანიშნავად ფლობის გამო პატარა კურო ხშირად ბიზნესმენობაზე ან ბანკირობაზეც ოცნებობს. თქვენ წარმოიდგინეთ, არცთუ უსაფუძვლოდ.

ტყუპები - ტყუპ ბავშვს გამუდმებით გააჩნია ორი, სამი ან მეტი გასართობი. შესაბამისად, სამომავლოდ მან შეიძლება ორ პროფესიასაც მიუძღვნას თავი ერთმანეთის პარალელურად. საუკეთესო საქმიანობად შესაძლოა მისთვის ნებისმიერი "მოლაპარაკე" პროფესია იქცეს. მაგ. ჟურნალისტიკა, სარეკლამო სფერო, პიარი ან მარკეტინგი.

კირჩხიბი - პატარა კირჩხიბები უზომოდ ემოციურები არიან. მათ ძალიან უჭირთ საკუთარი შესაძლებლობების ფართო მასების წინაშე დემონსტრირება და ურჩევნიათ ახლო ოჯახურ წრეში გაიხსნან. ამიტომ კირჩხიბისთვის საუკეთესო პროფესია სამომავლოდ შესაძლოა პედაგოგიკა და ზოგადად, ბავშვებთან ურთიერთობა იყოს. კიბო დამგროვებელი და სიძველეების მოყვარული ნიშანია, შესაბამისად ისინი კარგი ბანკირები და ისტორიკოსებიც გამოდიან.

ლომი
- პატარა ლომს ლიდერული თვისებები დაბადებიდან ეტყობა. ამ ბავშვებს კარგი სამსახიობო ან სასიმღერო მონაცემები გააჩნიათ. მათგან შესანიშნავი ორატორები გამოდიან. შესაბამისად, თქვენმა შვილმა შესაძლოა თავი სამომავლოდ პოლიტიკაშიც გამოიჩინოს. თუ გოგონაა, გამორიცხული არ არის, მოდის სფეროთი დაინტერესდეს.

ქალწული - ქალწულის მთავარი თვისება დაკვირვებულობა და მზრუნველობაა. ამიტომ თქვენ შვილს სამომავლოდ მარტივად წარმოიდგენთ ექიმის ამპლუაში თუ მის სახასიათო შტრიხებს კარგად დააკვრიდებით. თუმცა, გარდა სამედიცინო განხრისა, იგი შესაძლოა, კარგი არქიტექტორიც გახდეს.

სასწორი
- სასწორები ბუნებითა და მოწოდებით ხელოვანები არიან. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუკი თქვენს პატარას გული ცეკვის, მუსიკისა და ხატვისკენ მიუწევს. მისგან შესაძლოა ასევე შესანიშნავი იურისტი ან დიზაინერიც დადგეს.

იხილეთ გაგრძელება
ტეგები: ნიჭი სწავლა
5335
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
dvxmzfsle
0
BaQl9g ufpoqdvfgjaf, [url=http://iyphchpmygbz.com/]iyphchpmygbz[/url], [link=http://jjkqptrzdfoz.com/]jjkqptrzdfoz[/link], http://kahoscegstqc.com/
03:29 / 09-07-2016
myquiz
მსგავსი სიახლეები