სკოლაში შესვლამდე მშობელმა შვილს 10 მნიშვნელოვანი რამ უნდა ასწავლოს, რაც ბავშვს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის გამოადგება. სკოლაში შესვლამდე მშობელმა შვილს 10 მნიშვნელოვანი რამ უნდა ასწავლოს, რაც ბავშვს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის გამოადგება.
თამაშის წესების დაცვა
ბავშვს უნდა იცოდეს თამაშის წესები, სწორად უნდა თამაშობდეს. ღირსეულად უნდა მიიღოს დამარცხებაც და გამარჯვებაც. მომავალში ახალი სოციალური როლების ათვისებაც არ გაუჭირდება. გარდა ამისა, თამაში ავითარებს თანამშრომლობის უნარს, სწორად მოქმედების ტაქტიკას და გეგმის მიხედვით მოქმედებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბავშვს სპორტული თამაშების წესები ასწავლოთ. სადაც სტრატეგიის დარღვევა დაუშვებელია.
ველოსიპედის მართვა
მოქმედებისთვის უნდა შეამზადოთ. ველოსიპედის მართვა ასწავლის ყურადღების კონცენტრირებას, მობილიზებულობასა და საკუთარი ძალების რწმენას. როგორც ჟან-ჟაკ რუსო ამბობდა: "თუ გსურთ, ბავშვის ტვინის განვითარება, აღზარდეთ მისი ძალა, რომელიც მან უნდა მართოს". გორგოლაჭები და ველოსიპედი საუკეთესო ტრანსპორტია ბავშვისთვის. ისინი ყურადღების კონცენტრაციაშიც ეხმარებიან და საკუთარი ძალის რწმენასაც უნერგავენ.
ჩაისა და ბუტერბროდების მომზადება
სასკოლო ასაკის ბავშვს უნდა შეეძლოს ჩაისა და ბუტერბროდების დამოუკიდებლად მომზადება. თუ სწორად აუხსნით და ადვილ ინსტრუქციას შესთავაზებთ, ამას ძალიან მალე ისწავლის.
დროსა და სივრცეში ორიენტაცია
სკოლაში წასვლამდე ბავშვმა უნდა იცოდეს საათის ცნობა. თვის, კვირის დღის სწორად დასახელება.
ზონარის შეკვრა
აუმჯობესებს წვრილ მოტორიკას. თანაც, დროსაც მოიგებთ, თუ ბავშვს თავად შეეძლება ზონრების შეკვრა.
რიგში დგომა
როგორც წესი, პატარა ბავშვები თავის რიგს მოუთმენლები არიან. ასწავლეთ მას საკუთარი ჯერის მოცდა. თუ ბავშვი მოცდას ისწავლის, მომავალში სტრატეგიულად აზროვნებას შეძლებს.
სხვა ბავშვებთან შეთანხმება
ასწავლეთ თქვენს პატარას სხვა ბავშვებთან კომუნიკაცია. მას უნდა შეეძლოს პატიება, კომპრომისზე წასვლა, კონფლიქტის თავიდან აცილება, გუნდში, წყვილში მუშაობა. მომავალში კი იდეალური ურთიერთობა ექნება ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან და რაც მთავარია, საუკეთესო ლიდერად აქცევს მას.
კითხვების დასმა
ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება ბავშვებს ზოგჯერ მშობლებზე უკეთესად შეუძლიათ. მაგრამ აწავლეთ მას კითხვის სწორად დასმა. საჭირო სიტყვების მოძებნა. მომავალში ნებისმიერ დაბრკოლებაში შეძლებს სწორი გადაწვეტილების მიღებას.
საკუთარი თავის რწმენა
მშობელმა ბავშვს თავდაპირველად უნდა დაავალოს მარტივი დავალებები, რომლებსაც დამოუკიდებლად შეასრულებს. მოგვიანებით ისინი უნდა გაართულოთ და მოტივაცია შეუქმნათ, რომ ბავშვმა დავალება შეასრულოს. ყოველი შესრულების დავალების შემდეგ შეაქეთ. ეს მას თვითრწმენად და საკუთარი ძალის შეგრძნებას მოუმატებს.
დახმარების თხოვნა და მიღება
ბავშვი დამოუკიდებლობას პატარაობიდანვე უნდა შეაჩვიოთ. აცადეთ, რომ ჯერ თავად სცადოს და როცა დახმარებას გთხოვთ, მხოლოდ მაშინ დაეხმარეთ. ასეთი მიდგომა ბავშვს მეტად დამოუკიდებელს გაზრდის და არც თქვენ მოგიწევთ ზედმეტი საქმის შესრულება.