როგორია მასწავლებლობა ზღვის დონიდან 2200 მეტრზე
როგორია მასწავლებლობა ზღვის დონიდან 2200 მეტრზე
1 / 2
Next
ლიანა სამნიაშვილი უშგულში საცხოვრებლად 6 წლის წინ გადმოვიდა. ის უშგულის სკოლაში პედაგოგად მუშობს. იმის გამო, რომ იმ დროისთვის სკოლას მათემატიკის პედაგოგი არ ჰყავდა,  მუშაობის დაწყება აქ, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მოუწია. როგორც ქალბატონი ლიანა ჩვენთან საუბარში ამბობს, მთის მკაცრ გარემო პირობებთან შეჩვევა არ გასჭირვებია და ადგილობრივებმაც განსაკუთრებულად თბილად მიიღეს...

- უშგულში პროგრამა "ასწავლე სქართველოსთვის" ფარგლებში მოვხვდი. ძალიან მაინტერესებდა სვანეთი, სვანი ხალხი და კონკრეტულად უშგული. როდესაც გავიგე, რომ სვანეთში უნდა მემუშავა,  დიდი სიხარულით შევხვდი ამ ფაქტს. მანამდე სხვადასხვა სკოლაში ვმუშაობდი, დაახლოებით
10 წელი დავყავი იქ. უშგულში კი ჩემი ყოფნის მეექვსე წელი დაიყო.

- როგორ მიეჩვიეთ მთის რთულ პირობებს?
- რთული არ იყო-მეთქი, ვერ ვიტყვი. რა თქმა უნდა, რთულია, აქ ცხოვრება მაგალითად,   ზამთარი აქ 9 თვე მაინც არის, მაგრამ როცა გინდა, გაინტერესებს, ეგუები და აღარაფერს ნიშნავს ეს შენთვის. ხალხიც თბილია. არ დამავიწყდება, როგორ მიმიღეს თავდაპირველად უშგულელებმა... მიღებას ხომ გააჩნია? ეს უფრო მეტად გიადვილებს ხალხთან ურთიერთობის დაწყებას და შეჩვევას ამ მკაცრ გარემოსთან.
mshoblebi
- სკოლას მათემატიკის პედაგოგი წლები არ ჰყავდა. ცოდნის მხრივ როგორი მდგომარეობა დაგხვდათ?
- ამის მხრივ ცოტა არ იყოს ჩამორჩენა იყო. რა თქმა უნდა,
როდესაც საფუძვლის წყვეტა აქვს ბავშვს, მას ცოდნის მხრივ ბევრი აკლდება, უჭირდათ ახალი თემების ათვისება, მაგრამ ახლა მდგომარეობა უკეთესად არის იმიტომ, რომ აღარ აქვთ გაცდენები და სრული ცდონით მოდიან. ნიჭი ნამდვილად ყველას აქვს, მაგრამ აუცილებლად აღსანიშნავია ის, რომ მათ უფრო ხელოვნებისკენ, ისტორიისა და ფილოლოგიის მხრივ აქვთ მიდრეკილება. სხვანაირად ვერც იქნება ალბათ, იმიტომ, რომ ასეთ გარემოში, ასეთ ბუნებაში იზრდებიან.

- რამდენი ბავშვია სკოლაში?
- სკოლაში ამჟამად 41 ბავშვი და 18 მასწავლებელია. სკოლა საშუალო, თუმცა ბავშვთა დიდი რაოდენობით დიდად არ გამოირჩევა. მაგალითად, მესამე და მეცხრე კლასში თითო-თითო მოსწავლეა, ამის გამო არის კლასკომპლექტიც და გვიწევს რამდენიმე კლასის გაერთიანება. წელს პირველ კლასში მივიღეთ 7 ბავშვი, ჩემი აქ ყოფნის პერიოდში ეს არის ყველაზე მეტი მიღებული მოსწავლეების რაოდენობა.

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
2211
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი