"იმედია, მასწავლებელს სამსახურიდან არ დაითხოვენ"
ცნობილი ქართველი ავტორის ნათია ჯანაშიას პოსტს მასწავლებელზე სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღმოჩნდა, რომ მისი შვილის კლასელს, რომელსაც დავალება არ ჰქონდა, უფრო სწორად, შინ "დარჩა", მასწავლებელმა კი უთხრა, რომ სახლში გაჰყვებოდა დავალების შესამოწმებლად
. ზოგიერთისთვის პედაგოგის მხრიდან ასეთი ქცევა მიუღებელი აღმოჩნდა, ზოგიერთებმა კი პირიქით, მოიწონეს, რადგან ჩათვალეს, რომ ტყუილის თქმის სურვილი ამ ფაქტის შემდეგ მოსწავლეებს აღარ გაუჩნდებათ.
"ჩემი შვილის კლასელს დავალება არ ჰქონდა, უფრო სწორად "დაწერა", მაგრამ "დარჩა"... ჰოდა, ადგა მასწავლებელი და სახლში გაჰყვა დავალების შესამოწმებლად... კარგა ხანს არ იტეხდა თურმე იხტიბარს... ბოლო წუთს გამტყდარა".
კომენტარები:
"მაგარი მაგალითია!"
"როგორ ინერვიულებდა. არ უყვარს ბავშვები ალბათ!"
"ყველაფერში ცუდს რატომ ხედავთ? თავი შეიწუხა, გაჰყვა, შეამოწმა – ესეც ცუდია, ადამიანებო? სულ ათიანები წეროს და ღიმილ-ღიმილით არ უნდა იწუხებდეს თავს?!"
"საწყალი მასწავლებლები, ამდენი გაუნათლებელი და მატრაკვეცა მშობლების ხელში"."რატომ ფიქრობთ, რომ ამით ბავშვი დაისაჯა და მასწავლებელმა ის "ჩიხში მოაქცია"? თუ ერთხელ მოიტყუა და შერჩა, მეორედ და მესამედაც მოიტყუება, ამით ხომ ეჩვევა ტყუილს და დათვური სამსახური არ გამოგვდის?! გადამოწმება დასჯაა?!"
პოსტის ავტორი კომენტარებში აკონკრეტებს:
"ასე ტრაგიკულადაც ნუ აღიქვამთ. არაა ეგეთი ბუა. არც სტრესული ყოფილა ეს ყველაფერი ბავშვისთვის. აი, მე რომ ვიცნობ მასწავლებელს და ვიცი რა ურთიერთობები აქვს ბავშვებთან, სხვა თვალით ვუყურებ. იუმორით სავსე გაკვეთილები აქვთ, მეგობრული ურთიერთობები ნდობაზე და პატივისცემაზე დამყარებული. ბავშვებს განსაკუთრებულად უყვართ ეს პედაგოგი, ეს შემთხვევა კი კურიოზია, გარკვეულწილად სამაგალითო კურიოზიც კი. ასე რომ, გაიღიმეთ!
"ბავშვები ისწავლიან აღიარებას, ნამდვილი მიზეზის თქმას. ყოჩაღ მასწავლებელს..."
"დარწმუნებული ვარ, "სახლში დამრჩას" ილეთს მაგ კლასში აღარავინ გამოიყენებს".
"ყოჩაღ, მასწავლებელო! ტყუილს არ უნდა მიეჩვიოს ბავშვი. ერთხელ რომ გაუვა, ჩვევად ექცევა. რა არის ამაში ცუდი? ყველაფერი აუკრძალეს მასწავლებლებს, იმედია, სახლში გაყოლისთვის სამსახურიდან არ დაითხოვენ..."
" ჩემს მე-4 კლასელ მოსწავლეებსაც "რჩებათ დაწერილი დავალებები" სახლში, განსაკუთრებით ერთ ბიჭუნას, ჰოდა მშვიდად ვეუბნები: "არა უშავს, ხვალ მომიტანე და ხვალ შეგიმოწმებ-თქო და მოაქვს მეორე დღეს შესრულებული დავალება".