ქართველი მასწავლებლის და მისი მოსწავლეების მხიარული ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
ქართველი მასწავლებლის და მისი მოსწავლეების მხიარული ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
შორენა თამაზაშვილი თბილისის 139-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგია, რომელიც უკვე მეორე წელია ყოველ დღეს დღესასწაულად უქცევს თავის პატარებს. როგორც მშობლები ყვებიან, განსხვავებულია მისი ჩატარებული ყველა გაკვეთილი, ორიგინალურია მისი ღონისძიებები.
ამ პატარა ვიდეოშიც ჩანს შორენა მასწავლებლის დამოკიდებულება პატარების და საკუთარი საქმის მიმართ. როგორც თავად ამბობს, მსგავსი ვიდეო ინტერნეტში ნახა - ამერიკელი მასწავლებელი თავისი კლასის ყველა მოსწავლეს ორიგინალურად ესალმებოდა. ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა, თავადაც მოეფიქრებინა რაღაც მსგავსი და ბავშვებიც გაეხარებინა
და მათი მშობლებიც. 

mshoblebi
- ზუსტად ერთ კვირაში ვასწავლე ბავშვებს ეს მისალმება და ხშირად გამივიყენებთ კიდეც, - ამბობს შორენა თამაზაშვილი, - ეს მშობლებისთვის სიურპრიზი იყო. დედის დღეს მივუძღვენით. ასე მხიარულად დავიწყეთ... დიდი ემოცია, ოვაციები გამოიწვია მშობლებშიც და კოლეგებშიც.
მერე ვისაუბრეთ გამოჩენილი ადამიანების დედებზე, ბავშვებმა დღეს უკვე ზეპირად იციან ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის, ილია მეორის, ყაზბეგის, ზვიად გამსახურდიას, სესილია თაყაიშვილის, ექვთიმეს, რევაზ ინანიშვილის, ლადო გუდიაშვილის და ბევრი სხვა გამოჩენილი ქართველის დედების სახელ-გვარები. იცნობენ  დედა-შვილების ამაღელვებელ წერილებს. როცა ღონისძიებას ვგეგმავ, მიზნად ბავშვებში რაღაც მნიშვნელოვანის გაღვივებას ვისახავ... ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი პროფესიით!

ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში

49379
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (20)
სტელა
4
შორენა თამაზაშვილი საუკეთესო მასწავლებელი მსოფლიოში:)
17:11 / 02-05-2019
ინნა
1
თეთრი შურით მშურს... გილოცავთ ბავშვებსაც და მშობლებსაც ასეთი მოსიყვარულე მასწავლებლის ყოლას
10:50 / 14-03-2018
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი