განათლებამასწავლებელი
"თვითონ მშობლები რომ არიან გაუზრდელები და უსწავლელები, ეს ვისი ბრალია... როდის იყო მსხალი ატამს ისხამდა?" - მასწავლებლის მიმართვა მშობლებს
"თვითონ მშობლები რომ არიან გაუზრდელები და უსწავლელები, ეს ვისი ბრალია... როდის იყო მსხალი ატამს ისხამდა?" - მასწავლებლის მიმართვა მშობლებს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სპეციალურ ანგარიშს, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდა (იხილეთ ანგარიში), უამრავი კომენტარი მოჰყვა აქვე თუ სოციალურ ქსელში. მასწავლებლები და მშობლები ხშირად ერთმანეთისკენ იშვერენ თითს, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება... 
ეს ერთ-ერთი მასწავლებლის კომენტარია, რომელიც მდგომარეობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მშობლების გულგრილობას ასახელებს: 

"17 წელია მასწავლებელი ვარ და მდგომარეობა დღითი-დღე მძიმდება... სკოლა გაივსო უზრდელი, უწიგნური, თავხედი ბავშვებით. როცა მშობელს გავაცნობთ სიტუაციას, ისიც თუ მოვიდა სკოლაში, ხშირ შემთხვევაში ცა და ქვეყანა უნდა შეძრა,
სკოლაში რომ მობრძანდნენ და საკუთარი შვილების ამბავი მოიკითხონ, და თუ მოვიდა იცით, რას ამბობენ... სკოლაში ასწავლეთ ზრდილობა, კითხვა და მოქცევა და ა.შ. სამაგიეროდ ისინი ამ დროს სერიალის ცქერით, ყავის სმით, პირში სიგარეტგაჩრილი ქუჩებში დაქრიალობენ და თუ რამე არ მოეწონათ სკოლაში, საქვეყნოდ გამოგაჭენებენ...
თვითონ მშობლები რომ არიან გაუზრდელები და უსწავლელები, ეს ვისი ბრალია... როდის იყო მსხალი ატამს ისხამდა? ძალადობის მომხრე არასოდეს ვყოფილვარ... ეს კატასტროფაა, მაგრამ მოსწავლეები შეგნებულად რომ ძალადობენ ფსიქოლოგიურად მასწავლებლებზე, ეს არ არის საგანგაშო? ვაი ზოგიერთ მშობელს... მე ისინი მეცოდებიან, დროზე მოდით გონს, მოეშვით მასწავლებლების გაკიცხვას, ეს რაღაც ამ ბოლო დროს ძაან მოდური გახდა... საქმით დაკავდით, შვილები კი არ გაზარდოთ, არამედ აღზარდეთ და მერე იქაქანეთ
მასწავლებლებზე, დარწმუნებული ვარ, 10 წუთსაც ვერ გაძლებთ ისეთ კლასებში, სადაც 36 მოსწავლეა...
ნანო
ბეჭდვა