"როგორ მოხდება, რას მოიცავს ეს, ამაზე საუბარი კიდევ გვექნება", - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.
გაუქმდება პედაგოგებისთვის თვითშეფასებისა და პორტფოლიოს ატვირთვის ვალდებულებაც.
მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად იქნება გამოცდა „ეს გამოცდები არ ჩატარდება მხოლოდ კომპიუტერთან, შეიძლება ლაბორატორიებშიც ჩატარდეს, უნდა დაადგინოს მასწავლებლის შესაძლებლობები“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი მეტი ახალი კადრის მოზიდვაც არის.
მოგვიანებით მინისტრმა ამ თემაზე "ტელეიმედზეც" ისაუბრა.