საჩხერელი მასწავლებელი საერთაშორისო კონკურსის მეორე ადგილზე გავიდა
საჩხერელი მასწავლებელი საერთაშორისო კონკურსის მეორე ადგილზე გავიდა
საჩხერელმა მასწავლებელმა მაია ტყემალაძემ, ინგლისურად მოსაუბრეთა საერთაშორისო კონკურსზე 90 მასწავლებელს შორის მეორე ადგილი დაიკავა. პირველი ადგილი კი შოტლანდიელ პედაგოს ხვდა წილად.

- ენის დანიშნულება პრაქტიკული გამოყენებაა. ბავშვებთანაც დავნერგე სხვაგვარი მეთოდები. ვსწავლობდით მხოლოდ თეორიულად, ვკითხულობდი კარგად, შეიძლება ვწერდი კარგადაც, მაგრამ პრაქტიკულად ვერ ვიყენებდი ამ ყოველივეს. ანუ, ამან დამანახა, რომ პრობლემა იყო სწავლების მიდგომაში. პირველად დებატების ტექნიკა შემოვიღე კლასში და ბავშვები ჩავრთე დისკუსიაში. ნელ-ნელა ბავშვები აღარ იყვნენ წიგნზე მიჯაჭვულები, აღარ იყვნენ ჩარჩოებში
მოქცეული, - ამბობს მაია ტყემალაძე ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წელს მაია ტყემალაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი იყო.
თამარ იაკობაშვილი
1739
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
xaTuna
0
მაგარია, მიხარია ძალიან
22:24 / 21-02-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?