ლადო აფხაზავას პასუხი, თუ რას მოახმარს მილიონ დოლარს გლობალური ჯილდოს მოგების შემთხვევაში - ქართველი მასწავლებელი მსოფლიო ათეულშია
სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ლადო ფხაზავა, მასწავლებლთა გლობალური ჯილდოს 10 ფინალისტს შორის მოხვდა.

ნახეთ, როგორ შეხვდნენ მოსწავლეები ლადო აფხაზავას ფინალში მოხვედრის შემდეგ - ფოტოგალერეა

გამარჯვებული VARKEY ფონდისგან 1 მილიონ დოლარს მიიღებს. მასთან ერთად ათეულში მოხვდნენ ბრაზილიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, ინდოეთის, აშშს, არგენტინის, ავსტრალიის, იაპონიიისა და კენიიის წარმომადგენელი მასწავლებლები.
"როდესაც პატარა ვიყავი, მრავალი სუპერ გმირი არსებობდა, ვინც მინდოდა ვყოფილიყავი. თუმცა, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი გადასახედიდან, მთელი ჩემი
გამოცდილების გათვალისწინებით, ნამდვილი სუპერ გმირები მასწავლებლები არიან - ისინი ცვლიან სამყაროს."- განაცხადა მსახიობმა, მომღერალმა და პროდიუსერმა, ჰიუ ჯეკმანმა, სპეციალურ ვიდეო გზავნილში 10 ფინალისტის გამოცხადებისას.
აფხაზავამ რამდენიმე კვირის წინ "ნანუკას ჟორჟოლიანის შოუში" ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ ათეულში მოხვედრის დიდი მოლოდინი არ ჰქონდა. იმ კითხვასაც უპასუხა, თუ რას მოახმარდა ის მოგების შემთხვევაში მილიონ დოლარს. " ჩემს რაიონში, მაგალითად, ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობაა, ჩემი ბევრი მოსწავლის მშობლები საზღვარგარეთ არიან წასულები და ბავშვები მარტონი არიან, ზოგი მშიერია, სასწრაფოც კი გამოგვიძახია ამის გამო და მათ დავეხმარები. ასევე, სასწავლო რესურსებს ვუყიდდი საზღვრისპირა და მაღალმთიან სოფლებს. ჩემი სკოლის ბიუჯეტი რომ არ დავაზარალო, ხშირად
სანაგვე ურნიდანაც ამიღია სასწავლო მასალებად გამოსაყენებელი ნივთები. სანაგვე ურნაშიც ჩავყუდებულვარ და მიქექია, რა შეიძლებოდა გამომდგომოდა. ამის არ მრცხვენია. ვისაც ცვლილებები უნდა, ის არ ღელავს, რას იტყვიან ასეთ საქციელზე სხვები. " - განაცხადა აფხაზავამ ნანუკას შოუში.

alt"მოსწავლეებს საკუთარ შეცდომებზე ვასწავლი, ტყეში მიმყავდა 60 ბავშვი, რომ საჭირო უნარები შეეძინათ" - ჩიბათელი მასწავლის უნიკალური მეთოდები



მილოცვები არ წყდება ცნობილი მასწავლებლის პირად ფეისბუქგვერდზე.
"ისეთი სიამაყე, როგორსაც მე ვგრძნობ, არ მოგშლოდეთ არასდროს. მადლობა უღრმესი ლადო მასწავლებელს. მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე."
"გაგვახარეთ მთელი საქართველო."
"გილოცავთ ბატონო ლადო... ჩემი საქართველო ხართ თქვენ. საქმისადმი სიყვარული, დაუღალავი შრომა და შედეგი! - ასე ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ქართველი მასწავლებლის საერთაშორისო აღიარებას.

ლადო აფხაზავა საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებულია. ის ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას2010 წლიდან ასწავლის, ასევე მისი მთავარი მიდგომა "დემოკრატიული რევოლუციაა", რაც მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. აფხაზავა 2012 წლიდან მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი არის. გარდა ამისა, მან პროექტისთვის "ეთნო რძლები" საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა.
ნახეთ, როგორ შეხვდნენ მოსწავლეები ლადო აფხაზავას ფინალში მოხვედრის შემდეგ - ფოტოგალერეა

თამუნა იაკობაშვილი


10071
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
რა ბედნიერება როდესაც შენი თანამემამულე ასეთ წარმატებას მიაღწევს. მალე ფინალშიც მენახოს.
13:07 / 21-02-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი