ვინ გახდა 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი და რას მიიღებს ის ჯილდოდ - მშობლები

ვინ გახდა 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი და რას მიიღებს ის ჯილდოდ

2019-10-05 17:06:01+04:00

2019 წლის საუკეთესო მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა. გიორგი ქალაქ მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლად მუშაობს. მისი პედაგოგიური სტაჟი 20 წელზე მეტს ითვლის, საიდანაც თხუთმეტი წლის განმავლობაში სხვადასხვა არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის. მისი მოსწავლეები ძირითადად ეთნიკურად სომხები და აზერბაიჯანელები არიან.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა (ჟიურის წევრები: გიორგი კეკელიძე, მაია ცირამუა, ლიკა ზაკაშვილი, ნათელა სახოკია, სიმონ ჯანაშია, მანანა რატიანი, ნინო ზაუტაშვილი, ელიზბარ ელიზბარაშვილი, ბერიკა შუკაკიძე, მაგდა მაღრაძე, გიორგი მურღულია, ბერდია ნაცვლიშვილი, რევაზ აფხაზავა, მაია კობახიძე, გიორგი მაჩაბელი, პავლე თვალიაშვილი, სოფიკო ლობჟანიძე).

mshoblebi

თავდაპირველად, 30 პედაგოგიდან 10 საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდა, შემდეგ ათიდან ხუთი პედაგოგი შეირჩა, დღეს კი, საუკეთესოს ტიტული გიორგი ჭაუჭიძემ მოიპოვა.

ჯილდოზე წარდგენილ მასწავლებელთა ხუთეული ასეთი გახლდათ - გიორგი ჭაუჭიძე, ნათია კურტანიძე, მაია მენაბდე, თამარ ადამია და ქეთევან მერაბიშვილი.

საუკეთესო მასწავლებელი წელს მესამედ გამოვლინდა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო სათავეს 2017 წლიდან იღებს, მას შემდეგ, რაც განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე საქართველომ მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს აკრედიტაცია მიიღო.

გამარჯვებულს 10 000 ლარი გადაეცემა და ის 2020 წლის მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე მიიღებს მონაწილეობას.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მიზანად ისახავს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას და წარმატებული, საინტერესო პედაგოგების წარმოჩენას.

altლადო აფხაზავას პასუხი, თუ რას მოახმარს მილიონ დოლარს გლობალური ჯილდოს მოგების შემთხვევაში - ქართველი მასწავლებელი მსოფლიო ათეულშია

alt"არასდროს არ შეგეშინდეთ შეცდომის დაშვების, ეს ცხოვრების ნაწილია" - ლადო აფხაზავა