მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა (ჟიურის წევრები: გიორგი კეკელიძე, მაია ცირამუა, ლიკა ზაკაშვილი, ნათელა სახოკია, სიმონ ჯანაშია, მანანა რატიანი, ნინო ზაუტაშვილი, ელიზბარ ელიზბარაშვილი, ბერიკა შუკაკიძე, მაგდა მაღრაძე, გიორგი მურღულია, ბერდია ნაცვლიშვილი, რევაზ აფხაზავა, მაია კობახიძე, გიორგი მაჩაბელი, პავლე თვალიაშვილი, სოფიკო ლობჟანიძე).
თავდაპირველად, 30 პედაგოგიდან 10 საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდა, შემდეგ ათიდან ხუთი პედაგოგი შეირჩა, დღეს კი, საუკეთესოს ტიტული გიორგი ჭაუჭიძემ მოიპოვა.
ჯილდოზე წარდგენილ მასწავლებელთა ხუთეული ასეთი გახლდათ - გიორგი ჭაუჭიძე, ნათია კურტანიძე, მაია მენაბდე, თამარ ადამია და ქეთევან მერაბიშვილი.
საუკეთესო მასწავლებელი წელს მესამედ გამოვლინდა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო სათავეს 2017 წლიდან იღებს, მას შემდეგ, რაც განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე საქართველომ მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს აკრედიტაცია მიიღო.
გამარჯვებულს 10 000 ლარი გადაეცემა და ის 2020 წლის მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე მიიღებს მონაწილეობას.