რამდენი მასწავლებლის გადამზადებაა შესაძლებელი და რომელ საგნებში გადამზადდებიან პედაგოგები უფასოდ? - დეტალები რეგისტრაციისა და სწავლის ვადების შესახებ
რამდენი მასწავლებლის გადამზადებაა შესაძლებელი და რომელ საგნებში გადამზადდებიან პედაგოგები უფასოდ? - დეტალები რეგისტრაციისა და სწავლის ვადების შესახებ
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალი, სპეციალური პროგრამის, „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“, ფარგლებში, მცირეკონტინგენტიანი სკოლების პედაგოგთა გადამზადება იგეგმება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროგრამის საშულებით შესაძლებელი იქნება მცირეკონტინგენტიანი სკოლების განათლების ხარისხის სწრაფი ამაღლება სპეციალური საგნობრივი და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილი პედაგოგების მომზადებით.

როგორც mshoblebi.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში უთხრეს, პირველ ეტაპზე 2000 მასწავლებლის გადამზადებაა შესაძლებელი, ხოლო გაგრძელდება თუ არა გადამზადება და იქნება თუ არა შემდეგი ეტაპები, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი შედეგით
დასრულდება ეს პროექტი.

მასწავლებელთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო და პროცესი 20 ოქტომბრამდე გასტანს. რაც შეეხება სწავლას, პირველ ნოემბერს დაიწყება და თითოეულ მოდულზე სწავლა ორთვიანი იქნება. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-გვერდზე tpdc.ge.

გადამზადებული მასწავლებლები კონკრეტული რეგიონის-მუნიციპალიტეტის და სკოლისთვის მომზადდებიან, მიიღებენ ხელშეწყობას პროფესიულ განვითარებაში და ასევე, მიიღებენ სახელფასო დანამატს.

ამასთან ერთად, პროგრამა იძლევა საშუალებას, გადამზადებულმა მასწავლებლებმა საგნობრივი ჯგუფის და/ან მომიჯნავე საგნებში, ერთზე მეტი საგანი ასწავლონ.

მასწავლებლები უფასოდ მომზადდებიან:

1. ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიები
2. ბიოლოგია და ქიმიის
3. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
4. ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლების
5. დაწყებითი განათლების (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) მიმართულებით.

მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.

კომპლექსური რეფორმის საკვანძო საკითხი მასწავლებლების
პირობების გაუმჯობესება, მასწავლებლის პროფესიის დაფასება და აღიარება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და პროფესიული ზრდისათვის მრავალმხრივი შესაძლებლობების გაჩენა წარმოადგენს. რეფორმის ფარგლებში, სამინისტრო მიმართავს სრულ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყოს როგორც ახალ მასწავლებლებს, ასევე არსებულ, პრაქტიკოს პედაგოგებს მეტი განვითარებისა და სტატუსის ამაღლებისათვის.

უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში დაანონსებული სიახლეების შედეგად, კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე, წელს უკვე მეორედ, უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის მოქმედი და მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა, რაც მასწავლებლების პრესტიჟის, მათი ანაზღაურების ზრდის და რეფორმის სხვადასხვა მიმართულების შედეგია.

განათლების რეფორმის მთავარი მიზანი ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა, ქალაქის, რაიონის და სოფლის სკოლებში. კვალიფიციური მასწავლებელი და ხარისხიანი განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა საჯარო სკოლისთვის.

576
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?