2 ნოემბრიდან მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდები იწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს გამოცდების მონაწილეებს, რომ ბარათზე მითიტებულ დროსა და ადგილას უნდა გამოცხადდნენ.
naec.ge-ს ცნობით, საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში და მისი ამობეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გამოცდების დასრულებამდე.
ბარათის ამოსაბეჭდად აპლიკანტი უნდა ეწვიოს ვებგვერდს - online.naec.ge.
ინსტრუქცია კი ასეთია:
გახსენით ფანჯარა „მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება“. მიუთითეთ რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელფოსტის მისამართი და 5 ნიშნა კოდი. დააჭირეთ ღილაკს - „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“.
ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია უნდა დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
”დაიმახსოვრეთ ბარათზე დატანილი ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი. ამ ნომრის საშუალებით თქვენ შეძლებთ შედეგების გაგებას.
ბარათის დაკარგვის შემთხვევაში შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებგვერდზე online.naec.ge-ზე ელფოსტის მისამართითა და 5 ნიშნა კოდით და ხელახლა ამობეჭდოთ იგი”, - ნათქვამია ნაეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოცდების განრიგი ნახეთ მოცემულ ინფოგრაფიკაში: