რა ტესტები გამოიყენეს მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდაზე? - ”ნაეკი” ტესტებს აქვეყნებს - მშობლები

რა ტესტები გამოიყენეს მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდაზე? - ”ნაეკი” ტესტებს აქვეყნებს

2019-11-04 09:28:50+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შემოდგომაზე, ორგანიზებული მასწავლებლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე, პროფესიულ უნარებში გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს.

იხილეთ ტესტები: naec.ge

პროფესიული კომპეტენციის დასადასტურებლად მასწავლებეთა გამოცდები 2 ნოემბრიდან დაიწყო და 8 ნოემბერს დასრულდება. გამოცდები საქართველოს მასშტაბით გახსნილ ცამეტ საგამოცდო ცენტრში ტარდება. საგამოცდო ცენტრებში პირველ დღეს რეგისტრირებულ მასწავლებელთა 80%გამოცხადდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგების გამოქვეყნების ზუსტი რიცხვი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

”როგორც კი დასრულდება ნაშრომების გასწორების პროცესი, შედეგები დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე” - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.