სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ჭადრაკი სპორტის ის სახეობაა, რომელიც მოზარდს ინტელექტუალურ განვითარებაში ეხმარება, ხელს უწყობს აზროვნებისა და კონცენტრაციის უნარს. მისი სარგებელი მხოლოდ ამით არ ამოიწურება. ჭადრაკის მასწავლებელი, ნატა ქველაძე mshoblebi.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ჭადრაკის სწავლა ყველა მოზარდს შეუძლია, მთავარი მონდომებაა. პედაგოგი არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ჭადრაკის თამაში მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭის მაქონე მოზარდებს შეუძლიათ.
ნატა მასწავლებელი 25 წლისაა, თუმცა უკვე წარმატებული მწვრთნელია. მისი მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა შეჯიბრებებზე და წარმატებითაც ასპარეზობენ. ის C კატეგორიის მწვრთნელია ამასთანავე, ჩააბარა მასწავლებლის საკვალიფიკაციო გამოცდა სპორტის მიმართულებით და უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს.
- რამდენად დიდია მოსწავლეებში ჭადრაკით დაინტერესება? - ჭადრაკით დაინტერესებულ მოსწავლეთა რიცხვი საკმაოდ მაღალია. ძალიან უყვართ ეს საგანი და ნამდვილად სიხარულით ელოდებიან გაკვეთილს.
მსოფლიო ჩემპიონის ტიგრან პეტროსიანის სიტყვებს მოვიშველიებ, სადაც იგი ჭადრაკზე ამბობს - "ჭადრაკი, ფორმით, თამაშია, არსით - ხელოვნებაა, ხოლო ათვისების სირთულით - მეცნიერება. მას შეუძლია მოგანიჭოთ ისეთივე სიამოვნება, როგორიც წიგნს, ან მუსიკას მოაქვს."
- ჭადრაკი არის ერთადერთი სპორტის სახეობა, სადაც არასოდეს არის გვიან დაიწყო თამაში.
- როგორ უნდა აღმოაჩინოს მშობელმა, რომ შვილს ჭადრაკის ნიჭი აქვს, როგორ უნდა განუვითაროს ეს ნიჭი და მისცეს სწორი მიმართულება? - ვინაიდან მე ვემხრობი იდეას, რომ ჭადრაკი ისწავლება და მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭის მქონე
ბავშვების საქმე არ არის, მხოლოდ ვიტყოდი, მშობელს შეუძლია აღმოაჩინოს ბავშვის ჭადრაკის მიმართ ინტერესი. უმეტესად ამ თამაშს ბავშვები ხვდებიან კომპიუტერსა და მობილურში და გამოთქვამენ მისი შესწავლის სურვილს. ბავშვის ინტერესი რომ არ გავაქროთ, აუცილებელია ამ თამაშის თანმიმდევრულად შესწავლა, ამიტომ ვურჩევდი მშობლებს, ეს საქმე უფრო გამოცდილ ადამიანს მიანდონ.
- ჭადრაკის გარდა კიდევ რით ხართ დაკავებული? ვიცით, რომ მღერით კიდეც... - ჩემი ინეტერესის სფერო მხოლოდ ჭადრაკით არ შემოიფარგლება. 4 წელია ვმღერი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ კაპელაში. სიმღერა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია. თავი ამ გუნდისა და სიმღერის გარეშე ვერ წარმომიდგენია.
- სპორტი და ხელოვნება ბავშვს ეხმარება გააფერადოს და სასიამოვნო გახადოს მისი ყოველდღიური რუტინა, უკეთესად გაიცნოს საკუთარი თავი და გამოიმუშაოს ემპათიის უნარი.
ხატია ვარდოსანიძე
9 წლის ქართველმა მოჭადრაკემ ევროპის ჩემპიონატზე უცხოელი ოსტატები გააოცა
რაში ეხმარება ბავშვს ჭადრაკი - სასარგებლო თვისებები
3 წლის გენიოსი მოჭადრაკე, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა (+ვიდეო)