"პედაგოგების ხელფასების ზრდა გაგრძელდება" – განათლების ახალი მინისტრის პირველი კომენტარი მასწავლებელთა ხელფასებთან დაკავშირებით
"პედაგოგების ხელფასების ზრდა გაგრძელდება" – განათლების ახალი მინისტრის პირველი კომენტარი მასწავლებელთა ხელფასებთან დაკავშირებით
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, განათლების რეფორმა უფრო სწრაფად და ეფექტურად გაგრძელდება. ამის შესახებ ჩხენკელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი ყურადღება მიექცევა პედაგოგებისთვის ხელფასის ზრდის საკითხს.

"ყურადღება მიექცევა აბსოლუტურად ყველა მიმართულებას. ერთ საკითხს განსაკუთრებით გამოვყოფდი: ეს გახლავთ პედაგოგებისა და სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისათვის ხელფასების ზრდა. ანაზღაურების ზრდის პროცესი გაგრძელდება. აქვე მინდა განსაკუთრებული ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იგივე მოხდეს უნივერსიტეტების პროფესორებისთვის, ჩვენი მეცნიერებისთვის და პროფესიული
სასწავლებლების პედაგოგებისთვის. ეს აუცილებლად გაკეთდება.

მინდა ასევე გითხრათ, რომ სკოლების მიმართულებით დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლების ავტონომიის ზრდას და ამ მხრივაც იქნება სერიოზული ნაბიჯები გადადგმული. როგორც მოგეხსენებათ, პროფესიული განათლება, ასევე გახლავთ უაღრესად სტრატეგიული მიმართულება, რადგანაც პირდაპირ დაკავშირებულია დასაქმებასთან. შესაბამისად, ახალი იდეები და ახალი მიმართულებები იქნება განსაზღვრული იმისთვის, რომ გაიზარდოს მისი პოპულარიზაცია საზოგადოებაში.

უმაღლესი განათლება და მეცნიერება ჩემთვის პრიორიტეტულია და განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რეფორმებს ამ მიმართულებით.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ორი მეგაპროექტი, რომელიც ჩვენს საგანამნათლებლო სისტემაში მიმდინარეობს, ეს არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც გახლავთ ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი. ძალიან სასიხარულო ფაქტია, რომ 2020 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს და ახალი აკადემიური ცხოვრება დაიწყება. მეორე მეგა
პროექტი გახლავთ ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც იფუნქციონირებს ამავე უნივერსიტეტში. აღნიშნული ცენტრში მოხდება სიმსივნის მკურნალობა და ასევე, წარიმართება ძალიან სერიოზული სამეცნიერო კვლევითი პროცესი მედიცინის, სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
3028
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნანა
0
ბატონო მინისტრო იქნებ გაითვალისწინოთ, რომ სკოლებში განსხვავება მაგისტრისა და დოქტორის ხელფასს შორის ძალიან მიზერულია, საათის ღირებულება მხოლოდ 3 ლარით განსხვავდება, დამერწმუნებით ეს განსხვავება, მართლაც ძალიან ცოტაა.
17:26 / 15-11-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი