მასწავლებელთა გამოცდების შედეგები გამოქვეყნა – რომელი საგნების შედეგია ცნობილი და როგორ უნდა გაიგოთ თქვენი ქულა
მასწავლებელთა გამოცდების შედეგები გამოქვეყნა – რომელი საგნების შედეგია ცნობილი და როგორ უნდა გაიგოთ თქვენი ქულა
2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის მასწავლებელთა ტესტირების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შედეგები შემდეგ საგნებში გამოაქვეყნა:

  • ქართული ენას და ლიტერატურა (VII-XII),
  • მათემატიკა(VII-XII),
  • ბიოლოგია,
  • გეოგრაფია,
  • ქიმია,
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება,
  • ისტორია,
  • ფიზიკა
  • უცხოური ენები
შედეგების ნახვა შესაძლებელია online.naec.ge-ზე. შედეგების სანახავდ მიჰყევით ბმულს.

ასევე, შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაცაა შესაძლებელი. ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა კოდი უნდა გაგზავნოს ნომერზე: 93333. მომსახურების საფასური 50 თეთრია.

„ნაეკის“ ცნობით, სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა საგნის გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ.
შედეგები კი ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

1080
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი