2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის მასწავლებელთა ტესტირების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შედეგები შემდეგ საგნებში გამოაქვეყნა:
ქართული ენას და ლიტერატურა (VII-XII), მათემატიკა(VII-XII), ბიოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ისტორია, ფიზიკა უცხოური ენები შედეგების ნახვა შესაძლებელია online.naec.ge-ზე. შედეგების სანახავდ მიჰყევით ბმულს.
ასევე, შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაცაა შესაძლებელი. ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა კოდი უნდა გაგზავნოს ნომერზე: 93333. მომსახურების საფასური 50 თეთრია.
„ნაეკის“ ცნობით, სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა საგნის გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. შედეგები კი ეტაპობრივად გამოქვეყნდება.