შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (naec) 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ტესტირების შედეგებს აქვეყნებს.
ამჯერად შედეგები სამოქალაქო განათლების, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, ბუნებისმეტყველების (I-VI) ტესტირების შედეგები გახდა ცნობილი.
შედეგების სანახავად მიჰყევით ბმულს.
შედეგების ნახვა შესაძლებელია online.naec.ge-ზე. ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა კოდი უნდა გაგზავნოს ნომერზე: 93333. მომსახურების საფასური 50 თეთრია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შედეგების გამოქვეყნება 26 ნოემბრიდან დაიწყო და სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა ქულები ეტაპობრივად ქვეყნდება.
naec.ge-ს ცნობით, სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა საგნის გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ.