გაიხსენეთ, რომ ბავშვი სკოლაში ოჯახიდან მიდის და მთავარი საფუძველი მას ოჯახში უნდა მისცეთ კომუნიკაცია მშობლებსა და მასწავლებლებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. გარკვეული პრობლემები არსებობს მათ ურთიერთობაში. ფსიქოლოგებმა პედაგოგები გამოკითხეს, თუ რა საკითხები ხდება ხოლმე ყველაზე მტკივნეული. აი, 10 ძირითადი იდეა, რომლის მშობლამდე მიტანა სურთ თურმე მასწავლებლებს.
1. მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია. მასწავლებლები აღიარებენ: "ჩვენი სამუშაოს სირთულე იმდენად ის კი არ არის, რომ ბავშვებს ვასწავლოთ, არამედ ის, რომ მასწავლებლები იყვნენ კმაყოფილი ამ პროცესით". თუმცა მასწავლებლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მათაც აქვთ იღბლიანი და უიღბლო დღეები, ცუდი და კარგი განწყობა. სუპერგმირი ყველა ვერ იქნება.
2. მიიღეთ სწავლების ახალი მეთოდები. თანამედროვე ბავშვები მკვეთრად განსხვავდებიან იმისგან, როგორებიც ჩვენ ვიყავით ბავშვობაში. სასწავლო პროგრამები და პედაგოგიური მეთოდები გამუდმებით ერგება ახალ დროს, ამიტომ უწინდელი ვერ დარჩება.
3. ისწავლეთ მოსმენა. თითოეული მშობლისთვის მისი შვილი საუკეთესოა, ამიტომ ხშირად უჭირთ შვილის კრიტიკის მოსმენა. მაგრამ ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მასწავლებლის შენიშვნა და მშობელთა კრებები არ არის "ბრძოლის ველი", ეს არის განხილვა ბავშვის ზრდისა და განვითარების მიზნით. ეცადეთ, არა უბრალოდ მოუსმინოთ, არამედ გაიგოთ კიდეც, რის თქმა სურს მასწავლებელს და არ დაბრმავდეთ შვილის სიყვარულით. იქნებ კრიტიკაში მაინც არის სიმართლის მარცვალი?
4. საშინაო დავალება ბავშვებისთვის არის და არა მშობლებისთვის. შეიძლება, დაეხმარო ბავშვს, მაგრამ მის ნაცვლად არ უნდა გააკეთო დავალება. მასწავლებლებს არც ის მოსწონთ, როცა დავალების შეუსრულებლობას მშობლები ასე ხსნიან: "ბავშვი გვიანობამდე ცეკვაზე იყო", ან "სპორტული შეჯიბრებისთვის ვემზადებით". ასეთი სახის გამართლება ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობას დაუქვეითებს და მომავალშიც იოლად იპოვის გამართლებას, თუ რატომ არ გააკეთა ის, რაც ევალებოდა.
5. ბავშვის სწავლით დაინტერესდით მაშინაც, როცა ის უფროს კლასებშია. დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები გაცილებით ხშირად ნახულობენ და ურთიერთობენ მასწავლებლებთან, ვიდრე ისინი, ვისაც უკვე წამოზრდილი ჰყავს შვილები. არადა, ეს არასწორი მიდგომაა. უფროს კლასებში გაცილებით მაღალია დაძაბულობისა და სტრესის დონე. დაინტერესდით შვილის საქმეებით, თუნდაც ის საკმაოდ გაზრდილი და დამოუკიდებელი გეჩვენებოდეთ.
6. არ მისცეთ ბავშვებს მასწავლებლების გაკილვის უფლება. ბავშვი არ უნდა წაახალისოთ, როცა მასწავლებელს აუგად იხსენიებს და მით უმეტეს, მისი თანდასწრებით თავად არ უნდა მოიქცეთ ასე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მასწავლებლების პატივისცემა დაეკარგება და სწავლის სურვილსაც დაკარგავს.
7. ნიშნები მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს თვითმიზანი არ უნდა იყოს. ცხოვრებაში არაფრის მიმართ არ ღირს მეტისმეტად სერიოზული დამოკიდებულება. დიახ, ქულები და ნიშნები მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი მხოლოდ ასახავენ ბავშვის წარმატებას დროის კონკრეტულ მომენტში. არ ღირს ტრაგედიის შექმნა ამისგან. ჯობს, იმაზე მეტი იფიქროთ, ბავშვმა ცოდნა მიიღოს და თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს. ნიშნის გამოსწორება კი ყოველთვის შეიძლება.
8. ზომიერების ფარგლებში გააკონტროლეთ შვილები, როცა კომპიუტერთან ან ტელევიზორთან სხედან. თუ მაინც ვერ უშლით ამას, ის მაინც გააკონტროლეთ, რომ კომპიუტერიდან და ტელევიზორიდან მაქსიმალურად სასარგებლო ინფორმაცია მიიღონ.
9. ხშირად ესაუბრეთ შვილებს. ბევრ ბავშვს ეტყობა, რომ აკლია მშობლის სითბო და მასთან გულახდილი საუბარი. ესაუბრეთ ზნეობრივ თემებზე, შეაყვარეთ წიგნები (არაფრით არ გამოიყენოთ წიგნი დასჯის მეთოდად, მაგალითად: დღეს ძალიან ცუდად მოიქეცი და მთელი დღე წიგნებს წაიკითხავ!).
10. როდესაც ბავშვის და მისი მასწავლებლების მიმართ ხართ მომთხოვნი, პირველ რიგში თავად იყავით სამაგალითო. და როდესაც სკოლას სთხოვთ, რომ ბავშვი აღზარდოს და ასწავლოს ბევრი რამ, პირველ რიგში ისიც გაიხსენეთ, რომ ბავშვი სკოლაში ოჯახიდან მიდის და მთავარი საფუძველი, ნიადაგი, მას სწორედ ოჯახში უნდა მისცეთ.