როგორ ექცევიან იაპონიაში მასწავლებლებს და რამ გააოცა ყველაზე მეტად ქართველი სტუმარი
როგორ ექცევიან იაპონიაში მასწავლებლებს და რამ გააოცა ყველაზე მეტად ქართველი სტუმარი
იაპონიაში არ არის მასწავლებლის დღე!ერთხელ იაპონიაში ყოფნისას, იაპონელ მეგობარს ვკითხე:
- როგორ აღნიშნავენ მასწავლებლის დღეს იაპონიაში ?
გაკვირვებულმა ჩემს შეკითხვაზე მიპასუხა:
- ჩვენ საერთოდ არ გვაქვს მასწავლებლის დღე.
ამ პასუხის გაგონებით, არ ვიცოდი დამეჯერებინა მისთვის თუ არა, რადგან ერთი აზრი არ მასვენებდა: ქვეყანა, სადაც ეკონომიკა, მეცნიერება და ტექნოლოგია განვითარდა, ასეთი უპასუხისმგებლო კავშირშია მასწავლებლის საქმიანობასთან?!
მუშაობის შემდეგ, ერთმა მასწავლებელმა სახლში მიმიწვია. რადგან შორს ცხოვრობდა, მეტროთი სარგებლობა მომიწია, პიკის საათი იყო, ვაგონები გადაჭედილი იყო უამრავი ხალხით, რის გამოც ფეხზე დგომა მომიწია.
მოულოდნელად ბაბუა,
რომელიც იჯდა, ადგილი დამითმო. მოხუცის პატივისცემიდან გამომდინარე მე არ შემეძლო მისი ადგილის დაკავება, მაგრამ ისე დაჟინებით ითხოვდა, რომ უარის თქმა ვერ შევძელი.
მეტროდან ჩასვლის შემდეგ მეგობარს ვთხოვე აეხსნა, რატომ ითხოვდა მოხუცი ასე დაჟინებით, რომ მე ვმჯდარვიყავი მის ადგილზე. მას გაეცინა და მასწავლებლის სამკერდე ნიშანზე მიმითითა.
- ამ მოხუცმა დაინახა მასწავლებლის თქვენი სამკერდე ნიშანი და სტატუსის პატივისცემის ნიშნად, თავისი ადგილი დაგითმოთ.
რადგან პირველად მივდიოდი სტუმრად მასწავლებლის სახლში, გადავწყვიტე საჩუქრის ყიდვა. მეგობარმა ხელით მანიშნა, რომ ჩემს წინ მასწავლებლის მაღაზია იყო, სადაც შემეძლო საქონელი ხელმისაწვდომ ფასად შემეძინა. ემოციებს ვერ ვმალავდი. 
- მხოლოდ პედაგოგებს აქვთ შეღავათები? -
ვკითხე მას.
- დიახ, სწორედ ასეა.
- იაპონიაში მასწავლებელი ყველაზე პატივსაცემი პროფესიაა და ყველაზე პატივცემულ ადამიანად ითვლება. იაპონელ მეწარმეებს თუ მაღაზიის გამყიდველებს, ძალიან უხარიათ, როდესაც მასწავლებლები თავიანთ მაღაზიებში მიდიან რაიმეს საყიდლად და ამას დიდ პატივად ითვლიან.
ამის შემდეგ ყველაფერს ვაკვირდებოდი, რაც ჩემს პროფესიას უკავშირდებოდა და არაერთი ჟესტი მინახავს, ​​თუ რამდენად პატივს სცემენ მასწავლებლებს.
1. მეტროში მათთვის ცალკეული ადგილებია.
2. მათთვის ცალკეული მაღაზიებია შექმნილი.
3. მასწავლებლები არ დგანან რიგებში.
რად სჭირდებათ მათ მასწავლებლის დღის დღესასწაულად დაწესება, როცა ყოველი დღე მასწავლებლის პატივისცემას ეკუთვნის.
მინდა ვიოცნებო, რომ ჩვენი საზოგადოებაც გაიზარდოს ისეთ დონეზე, რაც მასწავლებლის პატივისცემას ეხება.
ისინი ნამდვილად იმსახურებენ ასეთ მაღალ ტიტულს. !
- ჩვენ ყველა მასწავლებლის წინაშე ქედს ვიხრით! -ასეთი პასუხით გამომაცილა იაპონელმა მეგობარმა შინ, ჩემს სამშობლოში, რომელსაც საქართველო ქვია.
914
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ტოტო
0
ჩვენთან განათლებული ადამიანები სძულთ.განათლებული და არა ნაკითხი. ორ კვირაში ტრენინგზე ნასწავლი საგანი,ან ქცევები,სასაცილოა.საჭიროა აკადემიური განათლება.
19:06 / 12-08-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი