აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი, რომელიც ჰუმანური პედაგოგიკის მიმდევარია, ჯერ კიდევ 1980-იან წლებში გამოვიდა ასპარეზზე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში საოცარ გაკვეთილებს ატარებდა. ეს გაკვეთულები არა მხოლოდ მაშინდელ საქართველოში იყო უცხო, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში. მასზე წერდნენ, იღებდნენ დოკუმენტურ ფილმებს. ესეც ისტორიული კადრებია ერთ-ერთი რუსული დოკუმენტური ფილმიდან, სადაც კიდევ ერთხელ ჩანს, როგორ უსწრებდა დროს ჯერ კიდევ მაშინ მისი მიდგომები და რა ლაღად გრძნობდნენ თავს ბავშვები.