ცნობილი პედაგოგი გიორგი ლიპარიშვილი, რომელიც ხშირად თავს მოსწავლებლად წარადგენს ხოლმე, საინტერესო რჩევებს უზიარებს მშობლებს ძალიან აქტუალურ საკითხზე - თუ როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა:
- ვიკითხოთ წიგნები, ჩვენ თვითონ ვიქცეთ მკითხველებად;
- ვუკითხოთ წიგნები, ამით მკითხველადაც შეიძლება ვაქციოთ და კარგ მსენელადაც;
- ვთხოვოთ თვითონაც წაგვიკითხოს, თავის ხმასაც მოუსმენს და სუნთქვასაც გაიუმჯობესებს;
- ერთად წავიდეთ წიგნის მაღაზიაში, ან ბიბლიოთეკაში ან წიგნის ფესტივალზე წიგნების შესარჩევად;
- ხელ და თვალმისაწვდომ ადგილზე გამოვფინოთ სახლში წიგნები;
- ცოტა შევიმციროთ ჩვენ თვითონ და შევუმციროთ ბავშვებსაც ელექტრონულ მოწყობილობებთან ურთიერთობა, რომ ფიქრისა და საკუთარი დროის მართვისთვის მოვიცალოთ;
- ველაპარაკოთ „წიგნებსა და ადამიანებზე“, მწერლებსა და პერსონაჟებზე;
- მოვიგონოთ თამაშები - მაგ. ილუსტრატორობანა, ვითომ წიგნის მხატვრები ვართ და სხვა. სიტყვასა და ფორმას ერთმანეთთან დავაკავშირებთ, წარმოსახვასა და ხელს ერთად ავათამაშებთ;
- დაძალება შეთავაზებით შევცვალოთ; მოდი კითხვის საათი მოვაწყოთ, მოდი რამე წავიკითხოთ...
- ცნობისმოყვარეობა გავუღვიძოთ (მაგ. მოდი 60-მდე სანამ დაითვლი, წავიკითხავ და თუ გინდა, მერე დამაპაუზე ან გამაჩერე);
- მოვუწყოთ საკითხავი „კუნძული“ მაგიდის ქვეშ ან სადმე გამორჩეულ, განსხვავებულ ადგილას
- ერთად გავაკეთოთ მინიატურული წიგნები და წიგნთან დაკავშირებული სხვა პატარა და დიდი ნივთები
- ავყვეთ სხვა აქტივობებში, რომ მერე წიგნისთვისაც შემოიცალოს;
ყველა ბავშვი ინდივიდუალური, განსხვავებული და განსაკუთრებულია, ეს „რეცეპტები“, რჩევები შეიძლება სხვადასხვანაირად სხვადასხვა დროს ამუშავდეს,ამიტომ, თქვენი გზებით სვლაც ცადეთ, მთავარია, პატივისა და გულისცემით.
"13 წლიდან ვმუშაობ. ყველაზე რთული პროფესია მშობლობა აღოჩნდა, მუდმივ სიფხიზლესა და განვითარებას მოითხოვს..." - გიორგი ლიპარიშვილი მასწავლებლისა და მამის ამპლუაში