“მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო, არ წავიდოდი მე-12 კლასელების ბანკეტზე”...
“მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო, არ წავიდოდი მე-12 კლასელების ბანკეტზე”...
ჟურნალისტ მეგი კავთუაშვილის საკმაოდ აქტუალურ და მტკივნეულ ბლოგს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენს მკითხველსაც ვთავაზობთ ამ ამოძახილს, რომელშიც ბევრი ადამიანის სათქმელია გაერთიანებული.

"სკოლა – ლიმუზინი – შარვალი და კოსტუმი

მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო, არ წავიდოდი მე-12 კლასელების ბანკეტზე. შემრცხვებოდა მოსწავლეების და მათი მშობლების. რაც ჩემგან სკოლის კედლებში უნდა მიეღოთ, რეპეტიტორებისგან რომ ისწავლეს. რაშიც სახელმწიფომ მე ხელფასი გადამიხადა, იგივე ცოდნის ყიდვა მშობლებს რომ სხვაგან მოუხდათ. რა დროშიც მე უნდა მესწავლებინა, ის პერიოდი უშედეგოდ დასრულდა და დამატებითი დროის დახარჯვა მოუხდათ ბავშვებს.

ვერ წავიდოდი ბანკეტზე და ჩემ „ქეიფ-დროს ტარებაში“ კიდევ დამატებით ვერ დავახარჯინებდი ნასესხებ ან სიმწრით ნაშოვნ ფულს მოსწავლეების მშობლებს.
გულშემოყრილი დამხვდა ჩემი სტილისტი. გამოვკითხე, რა გჭირს, ხომ მშვიდობა გაქვს-მეთქი. ჩაეცინა, ჩემი ბიჭი სკოლას ამთავრებს და საბანკეტოდ 400 – 400 ლარს აგროვებენო. დამრიგებელს უთქვამს, ყველა მასწავლებელი უნდა დავპატიჟოთ და ლიმუზინები ვიქირაოთო. თან შარვალ-კოსტუმიც საყიდელი გვაქვს და ვის ვესესხო ფული, იმას ვფიქრობო. გლდანში ხდება ეს.

რა ბანკეტი, რა მასწავლებელი, რა ლიმუზინი, რა შარვალ-კოსტუმი..

თუ დედამიწაზე არ ვარ „შემომილაწუნეთ“!

წყარო
134217
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (71)
ლალი
0
კი მაგრამ რატომ არ სწავლობენ მერე? ვინმემ დაუშალათ? თუ ეს იმის ბრალია ყველა რომ ეწყობა? მართლა და მართლა სირცხვილია ყველგან მასწავლებლების ლანძღვა. კი ბატონო, არ მოგწონთ ბანკეტები დააფიქსირეთ. ძა;ლიან საინტერესოა რომელი სკოლა დაამთავრეთ ცოდნა რომ ვერ წამოიღეთ?
14:29 / 02-06-2021
მაია
4
რა საოცარია, ვისაც არ ეზარება ყველა მასწავლებელს ლანძღავს. საინტერესოა თვითოეული თქვენთაგანი როგორ ასრულებთ თქვენს მოვალეობას. ალბათ ქვეყნის წინსვლისთვის დღე და ღამე აღარ გძინავთ. მასწავლებლებზე დაუცველი არის ვინმე ამ ქვეყანაში? ყველას უფლება აქვს შეურაცყოფა მიაყენოს დაუმსახურებლად. იცით რა პირობებში ვმუშაობთ? მობრძანდით და გაეცანით, ერთი გაკვეთილი ვერ გაჩერდებით ალბათ საკლასო ოთახში. სხვა სხვის ომში ბრძენიაო ნათქვამია.
22:40 / 01-06-2021
მსგავსი სიახლეები