"დედაჩემი მასწავლებელია და ბავშვები ძალიან ღლიან ხოლმე" - 10 წლის ნათიას გულის ამაჩუყებელი წერილი დედაზე
"დედაჩემი მასწავლებელია და ბავშვები ძალიან ღლიან ხოლმე" - 10 წლის ნათიას გულის ამაჩუყებელი წერილი დედაზე
ეს წერილი 10 წლის ნათია ხორბალაძეს ეკუთვნის. ჩვეულებრივი საშინაო დავალებისთვის დაწერილი თემაა, თუმცა ძალიან რეალისტური და გულის ამაჩუყებელი. ნათიას დედა დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნინო ღვინიაშვილია, რომელსაც ჩვენი მკითხველიც იცნობს (იხილეთ სტატია). აი, რას ფიქრობს მასწავლებელ დედაზე მისი შვილი:

"8 დეკემბერი
საშინაო დავალება
"დედა"

დედაჩემს ნინო ჰქვია. გვარად ნინო ჰქვია. გვარად ღვინიაშვილი გახლავთ. საშუალო სიმაღლის არის, ძალიან ლამაზი, თაფლისფერი თვალები აქვს, ძალიან კეთილი და ერთგულია. დილიდან საღამომდე ფეხზე დგას და საქმიანობს. გემრიელ საჭმელებს აკეთებს. მართალია, ჩახოხბილი და სოუზი არ მიყვარს, მაგრამ
მისი ხათრით ვჭამ. უყვარს, როცა კარგ ნიშნებს ვიღებ და აუცილებლად რამეს ყიდულობს საჩუქრად. ძალიან ერთგული და კეთილია. არ უყვარს, რომ საქმე არ მაქვს. ყოველთვის მეუბნება, წიგნები წაიკითხეო და კარგი სამსახური გექნებაო. ეს მე მჯერა, მაგრამ წიგნების წაკითხვა მაინც მეზარება.
დედა სკოლაში მუშაობს, სადაც ბავშვები ძალიან ღლიან ბავშვები. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ ბედნიერები ვიყოთ.
არ არის ძალიან მკაცრი და არც ძალიან მათამამებს. როცა მე და ჩემი ძმა ვწვებით და ვიძინებთ, დედა აუცილებლად შემოდის, გვლოცავს, გვკოცნის და მიდის. როცა ცუდად ვარ, ძალიან ნერვიულობს და წამლებს მასმევს.
მე ის ძალიან მიყვარს!"
6184
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი