"მაინტერესებს, სად ჩაგდით ამდენი ცოდნა, მით უმეტეს გრამატიკა, რომლის აზრზეც არ ვარ..." - მოსწავლის წერილი ქართულის მასწავლებელს
"მაინტერესებს, სად ჩაგდით ამდენი ცოდნა, მით უმეტეს გრამატიკა, რომლის აზრზეც არ ვარ..." - მოსწავლის წერილი ქართულის მასწავლებელს
ეს წერილი მეშვიდე კლასის მოსწავლემ - გიგი შუბითიძემ თავის ქართულის მასწავლებელს - ირინა კრავჩენკოს მისწერა, რომელსაც ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს (იხილეთ სტატია). ვფიქრობთ, ეს თბილი და ძალიან გულწრფელი წერილი ღირსია იმის, რომ ბევრმა წაიკითხოს:

"გამარჯობა, ირინა მას! როგორ ბრძანდებით? ძალიან მაინტერესებს სად დაამთავრეთ სკოლა, უნივერსიტეტი, რა ნიშნებზე სწავლობდით, იყავით თუ არა ცელქი და ყველაზე ძალიან მაინტერესებს თქვენი ასაკი, ჩემი აზრით, 26 წლის იქნებით ან ცოტა უფრო ნაკლების, დაახლოებით 24. მაინტერესებს, სად ჩაგდით ამდენი ცოდნა, მით უმეტეს გრამატიკა, რომლის აზრზეც არ
ვარ. მე ძალიან მომწონს თქვენი ჩატარებული გაკვეთილები და ასევე თქვენი ხასიათი, მაგრამ მტერსაც არ ვურჩევ გაბრაზებული ირინა მასის გაკვეთილის მოსმენას. ძალიან მინდა ისეთი ძლიერი ვიყო ჭიდაობაში, როგორც თქვენ ხართ ლიტერატურაში ან გრამატიკაში. თქვენ მასწავლებელი კი არა ქალი ინტელექტი და ქალი გონება უნდა გერქვათ. მე ჩემი სათქმელი დავამთავრე, ველოდები თქვენს პასუხს. დიდი სიყვარულით, თქვენი მოსწავლე გიგი შუბითიძე".
7800
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ლელა
0
ამ წერილის დამწერს გრამატიკის არცოდნა მაინცდამაინც არ ეტყობა, საბედნიეროდ. ალბათ, თუ ასეთი კარგია ირინა მასწავლებელი, მისმა გაკვეთილებმა შედეგი გამოიღო და ამ ბიჭის გონებაში თანდათან დაილექა წერის საწყისები. კარგი ბიჭი ხარ.
02:23 / 10-02-2017
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი