ეს უცნაური 2020 - ელენე ლეკაშვილი
ეს უცნაური 2020 - ელენე ლეკაშვილი
2 აპრილი 2020 წელი,
დილა 8:20
- ელე, დე ,გაიღვიძე,მალე ჩართვაა და დროზე ადექი, რომ მოწესრიგებაც მოასწრო.
ელენე ნებიერად ახელს თვალებს,ეზარება ადგომა.
- აუუ ..... ისევ კომპში??
- კი, დე , აბა რა ვქნათ? ადე ადე დროზე, თანაც ხუთშაბათია და დღეს მე-3 კლასის გაკვეთილებიცაა ტელევიზიით.
ელენე დგება, მაგრამ არ ჩქარობს, სკოლაში არ დადის და მაინც არსად დააგვიანდება.კარანტინის გამო ყველაფერი დაკეტილია.
ონლაინ გაკვეთილებმა ნორმალურად ჩაიარა,ხანდახან წიგნებშიც იცქირებოდა მოყოლის დროს. მასწავლებელი მაინც ვერ ამჩნევს და რატომაც არა.
გარეთ მშვენიერი გაზაფხულის დღეა. ელენეს თამაში
უნდა . ასე ძალიან არასოდეს მობეზრებია ეს ელექტრო გაჯეტები, როგორც ამ სამი კვირის მანძილზე. ყველაფერი ისე ერთფეროვნად იწყებოდა დილიდანვე: კომპიუტერი, ტელევიზორი, ტელეფონი ... კომპიუტერი, ტელევიზორი, ტელეფონი.
კიდევ კარგი დიდი ეზო აქვს სახლის წინ ელენეს, მაგრამ ამჯერად მეგობრებს ვერ პატიჟებს და ვერც თვითონ მიდის. ჰოდა , ხან საქანელა, ხან სილაში კოშკების აშენება, ხან როლიკებით სრიალი, ხან თავისნაირ ცელქ ტერისთან თამაში,... თამაშის შემდეგ ცოტა მეცადინეობა და ეს დღეც ისე ჩამთავრდა, როგორც მისი წინა 19 დღე.
ახსოვს ელენეს, როგორ კარგად დაიწყო ეს წელიწადი, ახალი წელი, საჩუქრები, ზეიმები, მეგობრებთან თოვლში თამაში, კისკისი და სიხალისე, სკოლაში ჩატარებული გაკვეთილები და ეხლა ეს ყველაფერი ისე შორს ჩანდა.
საღამო 9:45
მთელი ოჯახი, მისაღებ
ოთახში ტელევიზიით ახალ ამბებს უყურებს . ელენემ გაიგონა, როგორ უთხრა დედამ ბებოს
- ვერ არის კარგი სიტუაცია. მსოფლიოში ბევრია დაინფიცირებული და ბევრიც
გარდაცვლილი. ეჰ , კიდევ დიდხანს მოგვიწევს ასე იზოლაცია. ჩვენ დიდებს გვესმის, ავიტანთ , მაგრამ ბავშვი მეცოდება , ენატრება მეგობრები.
ელენეს მართლაც ენატრება მეგობრები, მასწავლებლები და ის სიხალისით სავსე გარემო რასაც სკოლა ჰქვია.
- წავედი, დავიძინებ დე - უთხრა დედას მოწყენილად ელენემ . . . ძალიანაც კი არ ეძინება ელენეს, მაგრამ ისე ... უბრალოდ ... უნდა, რომ ეს დღეც მალე გავიდეს.
... მაგრამ ელენეს ესმის ყველაფერი, გონიერი ბავშვია და იცის , რომ
ჯანმრთელობა უპირველესია ,იცის, რომ გადამდები ინფექციაა ჰაერში. იცის , რომ პირბადის გარეშე არსად შესვლა არ შეიძლება, იცის, რომ ჰიგიენის წესები ზედმიწევნით უნდა შეასრულოს, იცის , რომ აუცილებლობის გარეშე უფროსებიც არსად დადიან. ამიტომაა ქალაქის ქუჩებში ასეთი სიწყნარე, სიჩუმე და მოწყენილობა.... მაგრამ ისიც იცის ელენემ, რომ ყველაფერს თავისი დასარული აქვს და ადრე თუ გვიან ყველაფერი კარგად იქნება.

ელენე ლეკაშვილი 9 წლის


303
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა