ეს უცნაური 2020 - გვანცა კუცია
ეს უცნაური 2020 - გვანცა კუცია
ერთი ჩვეულებრივი ბავშვი ვარ, ოცნებებითა და იმედებით სავსე. თბილისის ერთ-ერთ უბანში ვცხოვრობ, მაღალსართულიანი კორპუსის მე-5 სართულზე და ხშირად ვუყურებ ხოლმე წინ გადაშლილ სურათს, მიყვარს სიმაღლე და მოლიცლიცე მანქანები ბნელში.
2020 წელი რომ დადგა, სიხარულით შევხვდით ოჯახის წევრები. ბევრი ახალი წელი არ მახსოვს, მაგრამ ეს წელი განსაკუთრებულად დაიწყო, რადგან უამრავი საჩუქარი მივიღე უფროსებისაგან, მაგრამ ძალიან მალე სკოლაში წასვლა ამიკრძალეს მშობლებმა, მითხრეს რომ ეს ცუდი იქნებოდა ჩემი ჯანმრთელობისათვის და სკოლაც დაიხურა, აღარც სხვები გაუშვეს მშობლებმა.
შემდეგ დედა ხშირად შესცქეროდა ტელევიზორს მოწყენილი თვალებით,
მაგრამ მე მაინც არ მესმოდა უფროსების ასეთი გაჯიუტება, მე ხომ ჩემი კლასელები მენატრებოდა ძალიან, ჩემი მასწავლებლები და ჩემი ლამაზი სკოლა.
ცოტა ხანში ამ უცნაური ნიღბის ტარება დამავალეს. ასე დავდივარ ყველგან მეც და სხვებიც და ყველა ბავშვი და უფროსი ამ ნიღაბში ერთმანეთს ჰგავს, თვალებიც კი ერთნაირი აქვთ, შეშინებული. გუშინ ჩემი საუკეთესო მეგობარი შემხვდა და ვერ ვიცანი, ვარდისფერი ნიაღაბი ეკეთა - ბარბებით მოხატული, ესკალატორზე დამედევნა -- გვანცა, გვანცას ძახილით, მე შემრცხვა და სახლში, რომ დავბრუნდი ძალიან ბევრი ვიტირე, რადგან იქნებ მას ეწყინა, რომ ვერ ვიცანი.
დედა ამბობს - სამყარო შეიცვალაო, ჩემთვისაც ასეა! პატარა ვარ მაგრამ ვხვდები, რომ არაფერია ძველებურად. ჩემმა ბიძაშვილმა ცოლი მოიყვანა, მიყვარს ჩემი ბიძშვილი, მაგრამ
ჯერ ვერ გამაცნო თავის შეყვარებული.
ჰო, კიდევ! ტელევიზორში ნუ აცხადებთ ამდენ დაღუპულებს და დაავადებულებს, ჩემი კეთილი ბებო ძალიან ნერვიულობს. მე ხელებს ხშირად ვიბან როცა მას ვეხუტები, ცხვირსაც და ლოყებსაც გულდასმით ვისუფთავებ, რადგან მას თურმე ქრონიკული დაავადება აქვს და ჩემი ბებო ცუდად გახდება თუ არ გავუფრთხილდებით, არადა მას ძალიან უყვარს როცა ცხვირის წვერსა და ლოყებზე მკოცნის.
უკვე დიდი ხანია არც ,,მაკდონალდსში“ ვყოფილვარ, მამას იქ ხშირად დავყავდი, განსაკუთრებით მაშინ როცა მაღალ შეფასებას მივიღებდი ხოლმე სკოლაში, ახლა კი მეუბნება რომ -საშიშია, მე კი ძალიან მენატრება იქ გამომცხვარი ჰამბურგერები და დონატები და კიდევ ჩამოსასხმელი ნაყინი მენატრება ძალიან.
ორ დღეში სკოლა იწყება, მეგონა გამეხარდებოდა, მაგრამ მითხრეს რომ მეგობრებს ვერ ჩაეხუტებიო, მათთან თამაშიც არ შეიძლება თურმე. აღარც იქ მინდა წასვლა, ასეთი სკოლა ვის მოეწონება?
უფროსებო ძალიან გთხოვთ ყველა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რომ მალე ჩამოიხსნას ნიღაბი მსოფლიომ და სუფთა ჰაერი ისუნთქოს.

გვანცა კუცია (10 წლის)



575
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
მაკო
0
ჭკვიანი გოგო ❤
13:11 / 15-10-2020
0
Dzalian chkviani da sayvareli princesa xar gvanca
12:36 / 15-10-2020