ეს უცნაური 2020 - თემურ აშაძე
ეს უცნაური 2020 - თემურ აშაძე

სამყაროს ერთი სიტყვა აეკვიატა „უცნაური“... ადამიანებმა უცნაური გამომეტყველებებით, „უცნაურად“ შენიღბულებმა დაიწყეს სიარული.
თითქოს ერთმა სევდამ შეგვიპყრო... ტელევიზიითაც გაისმოდა „უჩვეულო ფორმით“ სასწავლო წლის დაწყება...მიკვირდა და დღემდე ვერ ვწვდები ამ სიტყვის სიღრმეს... დედიკოს თვალებზე ცრემლი რომ შევნიშნე, რადგან ჩემი პატარა დაიკო წელს სკოლის გარეშე (ონლაინ) უნდა გამხდარიყო პირველკლასელი, მაშინ ცოტა მეც დავფიქრდი...
მართლაც „უცნაურია“, გავიფიქრე და მივხვდი, ჩემშიც გაჩნდა ეს სიტყვა... ვიგრძენი უცებ გავიზარდე, სამყაროს სევდა მეც დამაწვა მხრებზე, როგორც სხვა დანარჩენს.
ონლაინ სივრცეში ბავშვების მოქცევამ დამაფიქრა და შემცვალა, როგორ შეიძლება ერთმა
სივრცემ დაიტიოს ზღვა სიყვარული, ან ცოდნა, ის ხომ უკიდეგანო და უძიროა და ჩარჩოები არ აქვს.
განახლდა სწავლა... გული, სიხარულით აძგერებული, ნანატრი მეგობრების ჩახუტების სურვილით ისევ ამ „უცნაურმა“ წესებმა და შეზღუდვებმა შეცვალა, განა მეგობრობას, სიყრმის მეგობრებს დისტანცია შეაკავებს?! ვიცავ წესებს, მაგრამ ეგ არც სულიერად არ ამამაღლებს, რადგან სკოლა მარტო წიგნებით მიღებული ცოდნა ხომ არ არის, ის სხვა ფასეულობებსაც მოიცავს და აერთიანებს.
...მაგრამ, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ღვთის წყალობით ყველაფერი დალაგდება, მე მჯერა ამის! მტერი ხილული და უხილავი ჩვენს ქვეყანას ყოველთვის ჰყოლია, მაგრამ აღმდგარა ფენიქსივით ფერფლიდან.


თემური აშაძე 10 წლის


422
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
მანანა
0
საოცარი ბიჭი ხარ თემო.საოცრად ჭკვიანი და გონიერი.კარგად წერ.იმედი მაქვს,რომ გაიმარჯვებ. თემა ნამდვილად აქტუალურია. წარმატებები ბებიას იმედო და სიამაყევ!
23:52 / 17-10-2020