დედამიწა ავადაა ჩვენ ადამიანები , დედამიწას დიდი ხანია აღარ ვუფრთხილდებით, აღარ ვფიქრობთ გარემოს სისუფთავეზე ,აღარ ვუფრთხილდებით ცხოველებს, ფრინველებს, ამიტომ დედამიწაზე ბევრი ვირუსები ვრცელდება, დედამიწას მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. დედამიწა პლანეტაა სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ვსუნთქავთ ჰაერს , ვსვამთ წყალს, ვიკვებებით .თუ არ გავუფრთხილდებით პლანეტას გავრცელდება ბევრი ვირუსი მაგ: როგორიცაა ახალი კორონავირუსი და ბევრი ადამიანი დაიღუპება.ჩვენს პლანეტას ახალი სასიკვდილო ვირუსი ემუქრება. დედამიწას სიცხე აქვს რომელიც ჩვენი დახმარებით გადარჩება.
2020 წელს საქართველში გავრცელდა პანდემია. პანდემია პირველად 2019წელს ჩინეთში (უჰანის პროვინციაში) გავრცელდა. ამბობდნენ რომ ჩინეთში იკვებებოდნენ : გველებით , ვირთხებით, ღამურებით და სხვ.... და ამან მუტაცია განიცადა , ამიტომ უნდა ვიკვებოთ ჯანსაღად, დავიცვათ ჯანსახი ცხოვრების წესი.
შემდეგ მსოფლიოს მოედო მათ შორის საქართველოსაც. რომელსაც ახალი კორონავირუსი (COVID-19)ჰქვია. პირველი შემთხვევა თბილსიში დადასტურა ,შეიქმნა კალსტერები ,ამიტომ ჩვენმა პრეზიდენტმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. კორონა არის გლობალური ჯანმრთელობის პრობლემა,რომელიც უშუალოდ ეხება ადამიანის უსაფრთხოებას.ყველა ქვეყანა თავისი ქვეყნის გადარჩენისთვის ზრუნავს.კორონავირუსი ვრცელდება წვეთოვანი გზით, ხველებით, ცემინებით, დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტით.კორონავირუსი მრავლდება სითბოში, სიცივეში კვდება ,სუსტდება ,აღარ აქვს ისეთი ძალა, რომ დაინფიცირდეს ადამიანები. როდესაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა შემოიღეს რეგულაციები: ჩაიკეტა საზღვრები, დაიხურა სკოლები დაიწყო ონლაინ სწავლა რაც ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც ძალიან გაუჭირდათ. ბევრს სამსახურიც შეუჩერეს, რამაც ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. ზოგს უსახსრობის , უმუშევრობის გამო არ ჰქონდა საკვები ,იყო ისეთი ფონდები რომლებიც ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს,ეხლაც აგრძელებენ სიკეთის კეთებას.
ასევე მოსახლეობას ევალებოდა რომ დაეცვათ ჰიგიენის წესები,არ გასულიყვნენ ხალხმრავალ ადგილებში,დახურულ სივრცეებში უნდა გაეკეთებინათ პირბადე,(ცხვირიც და პირიც კარგად უნდა დავფაროთ), ესარგებლათ დეზობარიერით. თავიდან ვირუსი ახალი და უცხო იყო, ხალხი შეშინდა და პანიკამ მოიცვა .მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს და მოწოდებებს ითვალისწინებდნენ და ასრულებდნენ, შემდეგ გავრცელდა ცრუ ინფორმაციები კორონავირუსზე რაც ზოგმა დაიჯერა და სიმართლე ეგონა ამიტომ, არ იცავდნენ რეგულაციებს ეგონათ, რომ ის ხელოვნური ვირუსი იყო , ამან გამოიწვია ინფიცირება შედეგად , ბევრიც დაიღუპა. კორონავირუსი დაცულ და მომზადებულ ადამიანს არ გადაედება თუ იცავს ყველა იმ რეგულაციას რაც მთავრობის მიერაა შემოღებული. თუ გვაქვს ისეთი სიმპტომები რაც კორონას ახასიათებს:რესპირატორული ცხელება, ხველა, ცემინება სუნთქვის გაძნელება. მივმართოთ ექიმებს (112), არ ვიაროთ ხალხმრავალ ადგილებში დავრჩეთ სახლში!! რადგან არ გავავრცელოთ ეპიდემია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!!! საქართველოს ექიმებმა (ეპიდემიოლოგებმა) ბევრი იმუშავეს კორონავურუსს გამკლავებოდნენ ამან შედეგიც მოიტანა, პირველ ტალღაზე ექიმემებმა კორონავირუსის გამკლავება შეძლეს. მეორე ტალღა უფრო რთული გასამკლავებელია ,ბევრი ინფიცირებულია , სიკვდილიანობაც იმატებს რთულ ფორმებში ხვდებათ ქრონიკულ მოავადეებს და ექიმებს მათი გადარჩენა უჭირთ (ქრონიკული დაავადებები. მაგ: სიმსივნე, გულ-სისძარღვთა დაავადებები და სხვ.....) ამიტომ, ყველას გვმართებს სიფრთხილე . თუ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ ეპიდემია აფეთქდება საფრთხეს შევუქმნით ჩვენს და სხვების ჯანმრთელობას ჩვენთვის ცხოვრება უფრო რთული იქნება .ასევე მსოფლიო ცდილობს, რომ შექმნან კორონას ვაქცინა .ბევრი ვაქცინა გამოცადეს მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა.
ელენე რეხვიაშვილი, 14 წლის