რატომ არის 2020 უცნაური წელი? ამის მიზეზი ყველას მოგეხსენებათ. მთელი მსოფლიო ამოუცნობი ვირუსის შიშმა მოიცვა. მათ შორის არც მე და არც ჩემი ოჯახი ყოფილა გამონაკლისი. ქალაქი თითქოსდა დაცარიელდა, ყვლას ეშინოდა. ვისაც კი სოფელი ჰქონდა მთაში,დაბაში იქ გაიქცნენ. ჩვენც წავედით სოფელში. კლასიდან უცბად თავი ამოვყავი ონლაინ გაკვეთილზე. ეს ჩემთვის ძალინ რთული იყო.ბევრი პრობლემები და გამოწვევები გამიჩნდა. ვცდილობდი თავი მხიარულად მეგრძნო მაგრამ არ გამომდიოდა. მენატრებოდა კლასელები და მასწავლებლები.ვიყავი სახლში მოწყენილი და შეშინებული. მეგონა რომ ვეღარასოდეს ვნახავდი კლასელებს,მეგობრებს,მეზობლებს და სხვ. ერთხელაც დამესიზმრა რომ ჩვენს სახლში შემოიჭრა დიდი ვირუსის ფორმის შეიარაღებული არსებები. ჩვენ გავიქეცით. ჩემი ოჯახი შეიპყრეს დედამ მითრა: წადი თავს უშველე! მეც გავიქეციდა სასტუმროს შევაფარე თავი. ღამე იქ გავათიე. დილას ჩემი ოჯახის ძებნა დავიწყე. აზრზე არ ვიყავი სად წაიყვანეს. შემდეგ გზაზე გამვლელს ვკითხე:
-ვირუსის ფორმის არსებები ხომ არ იცით სად ბინადრობენ?
-რა თქმა უნდა, წამოდი ჩემს სახლში და გეტყვი.
წავედით მის სახლში. მდიდრული სახლი იყო. ოქროს საათი სასიამოვნოდ ტიკტიკებდა. ლამაზ კედლებს პორტრეტები ამშვენებდა.
-ნასაუზმები ხარ?
-არა.
-გინდა?
-დიდი სიამოვნებით.
ჩაეცინა და დაიწყო საუზმის მზადება.ძალიან მადისამღძვრელად გამოიყურებოდა. მოჭიქულ ჭიქაში წვენი ჩამისხა და ჩუმათ ცოტა დასაძინებელი ნივთიერება ჩაასხა. გემრიელად ვისაუზმე და წვენიც დავაყოლე. ცოტა ხანში თავბრუს ხვევა დამეწყო და მალე ჩამეძინა. რომ გამომეღვიძა საკანში ვიყავი ჩემს ოჯახთან ერთად. მეზობელ საკნებში სხვა ოჯახები იყვნენ დატყვევებული. საშინელი სიბინძურე იყო, ობობის ქსელში იყო მთელი საკანი გახვეული, საკვებიც არაადამიანური იყო. დედას ვუთხარი:
-აუცილებლდ დაგიხსნით ამ საკნიდან!
სარკმელთან ავძვერი და ნელნელა გადავძვერი. გავიქეცი და მოვიყვანე პირბადით და სადენზიფექციო ხსნარით შეიარაღებული ექიმები. ექიმებმა დეზინფექცია ჩაუტარეს იქაურობას. ვირუსის ფორმის არსებები თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ. ექიმებმა სადეზინფექციო ხსნარი საკნებსაც მიაშხურეს. გისოსები დადნა და ოჯახები გათავისულდნენ. მათ შორის ჩემი ოჯახიც. მე უზომოდ გახარებული ვიყავი. მერე მეც გამომეღვიძა გათენებულიყო. და ამ სიზმრის შემდეგ მჯერა კეთილი და კარგი მომავლის!
ლევან აშოთია, 11 წლის