მოგესალმებით!მინდა მოგიყვეთ ყველასათვის უცნაურ და პანდემიურ წელზე. COVID-19! აი ეს არის 2020 წლის პანდემია, ანუ კორონა ვირუსი. მინდა გითხრათ რომ ამ COVID-19 ის გამო გადაიდო სკოლები ჯერ 2 კვირით, შემდეგ კიდევ 2 კვირით და ასე გაგრძელდა. სულ თავიდან ყველას გიხაროდა სკოლები რომ გადაიდო,მაგრამ შემდეგ უკვე როდესაც მივხვდით რომ იწყებოდა დისტანციური სწალება ყველას მოგვენატრა სკოლა.დაახლოებით 1 თვე მაინც იქნებოდა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული,კომენდანტის საათი და ასე შემდეგ...როდესაც კორონა ვირუსის პიკი იყო მოდიოდა აღდგომა, აღდომის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.ზაფხულის თვეებში ყველაფერი ჩვეულებრივ იყო.ეს ჩემ სიცოცხლეში ყველაზე კარგი ზაფხული იყო!მაგრამ არ იფიქროთ რომ მე ეს ორონა რომ არის მიხარია,ამ ზაფხულში განსაკუთრებული ის იყო რომ შევიყინე ახალი მეგობრები,ვთამაშობდით ყოველ ღამით-საღამოთი ვთამაშობდით ,,ღამის თამაშს’’.როგორც იქნა დამთავრდა ზაფხული და დაიწყო შემოდგომა.შემოდგომა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყავერილი წელიწადის დროა.იმიტმ რომ სკოლა იწყება.სასკოლოდ ბატონმა გიორგი გახარიამ (საქართველოს პრემიერ-მინისტრი) ყველა 17 წლამდე ასაკის ბავშვებს დაურიგა 200-200 ლარი სასკოლო ნივთების და ტანსაცმელების საყიდლად.მაგრამ...16 სექტემბერს იწყებოდა სკოლა მაგრამ ისევ კორონა ვირუსის გამო გადაიდო 1 ოქტომბრამდე.სკოლაში მივედით და დაგვხვდა დაცალკევებული მერხები და ყველგან სადენზიფექციო ხსნარები.ბავშვები მონატრებულები ვიყავით და ყველა ერთმანეთს ვეხუტებოდით.დაა აი ასეთი იყო ჩემი 2020 წელი.
ნინო ჩადუნელი, 12 წლის