აი, დადგა ეს სანატრელი ახალი წელი! ყველას უხარია, ყველა ემზადება, პატარებს კი განსაკუთრებით. 1, 2, 3, ........... და დადგა ახალი წელი 2020 წელი. თუმცა,უი ჩინეთში მწვანე არსება გამოჩნდა. დადის, დააბოტებს ჩინეთის ქუჩებ- ში 19 წლის კორონა, პატარა, უსუსური, თუმცა მავნებელი. დასკუპდება ადამიანის სხეულზე, შედის პირში, ცხვირში და ადამიანი ავადდება. ყველას ეშინია. კორონა უმეტესად ბინძურ ადამინებში სახლდება.
თანდათან კორონა ჩინეთიდან ვრცელდება სხვადასხვა ქვეყნებში და ბოლოს ერთ პატარა და ულამაზეს ქვეყანაში საქართველოში გავრცელდა. ხალხი პანიკაშია, ვაი, ვაი, ვაი. ტელევიზორი ყვირის: „ დარჩით სახლში“ ! ყველას უკვირს ამ პატარა ვირუ- სმა როგორ შეძლო ამდენი, სკოლები ჩაიკეტა, მაღაზიებიც. ქუჩებში მოწყენილობაა, თითქოს დედამიწა ავადაა. დიდი თუ პატარა, ცხოველი თუ ფრინველი ყველა მოწყე-ნილია, ყველა დაიღალა.ზოგი ფიქრობს,არ არსებობს კორონა, ზოგი კი გარეთ არ გამოდის, ერთი სული აქვთ როდის გაქრება ეს ბრაზიანი კორონა.ბავშვები ტირიან: სკოლა გვინდა, ბაღი გვინდა, ეზოში გვინდა. ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ,კორონა გაქრეს. სუპერ ექიმები ებრძვიან და ებრძვიან კორონას, არ ნებდებიან. დედამიწა ნერვიულობს. კორონა კიდევ უფრო გაბრაზდა და უფრო შემოიჭრა. საქართველოშიც უფრო გავრცელდა.
ეს უცნაური, რთული წელი არ მოსწონდა ერთ პატარა გოგონას. გოგონას დედა ძალიან შეშინებული იყო, ამიტომაც ის და მისი ძმა სოფელში წავიდნენ მშობლებთან ერთად. იქ არავის ეშინოდა კორონასი, ბუნებაც უჩვეულოდ ლამაზი და მხიარული იყო. სოფლად თითქოს დედამიწის ის ადგილი იყო რომლისთვისაც ბოროტ კორონას ვერ მიეგნო. დედაც დამშვიდდა, თუმცა, პატარა გოგონა უფრო ღელავდა, ვერ წარმოედგინა რომ, მისი პატარა და ლამაზი სამშობლო გასაჭირში იყო. ის თავის თავზე არ ღელავდა, თავის სამშობლოზე და ხალხზე ღელავდა. ამ წელს მას ექიმები კიდევ უფრო შეუყვარდა. გოგონა ოთახში მარტო რჩებოდა და ყვიროდა: სუპერ ექიმებო გააჩერეთ კორონა, გააჩერეთ. მას სჯეროდა სუპერ ექიმების. „ იმედია მალე მოგვშორდება კორონა“ ჩურჩულით ამბობდა ის, როცა ბაბუ ტელევიზორიდან ახალ ამბებს ისმენდა.
ერთ დღესაც სასწაული მოხდა. კორონა კიდევ იყო, თუმცა დასუსტებული და ადამიანებთან დამეგობრებული. გაიხსნა მაღაზიები, სკოლები. გოგონამ ამოისუნთქა. ცოტა ხანში ისევ აყვავდება ლამაზი, ერთადერთი და განუმეორებელი დედამიწა და სულს მოითქვამს სხვა პლანეტებიც, მთვარე, მზე და რაღა თქმა უნდა ადამიანები.
პირადა მე ერთი რამის თქმა შემიძლია, კორონამ შეიძლება გვავნო მაგრამ სარგებელიც მოგვიტანა. ჩემს მეზობლად ერთი ინვალიდი ბავშვი ცხოვრობს, ის ეზოში არასოდეს ჩამოდიოდა და ფანჯრიდან გვიყურებდა ჩვენ, გაჰყურებდა ცისფერ კამკამა ცას და ბავშვებს, რომლებიც ტკბებოდნენ ბავშვობით. მე ვერ ვხვდებოდი რა რთული იყო ეს ყველაფერი მისთვის, ვერ ვხვდებოდი რატომ იყო ყოველთვის მოწყენილი და რატომ არ მოსწონდა სახლში ყოფნა. როდესაც სახლში ჩაკეტვა მომიწია მივხვდი რას განიცდიდა ის და მომინდა დავხმარებოდი. როდესაც ყველაფერი დასრულდა მე მივედი მასთან დავეხმარე და ეზოში ერთად ჩავედით. ფრთხილად ვისეირნეთ, ვითამაშეთ და ჩემი მეგობრებიც გავაცანი. მას შემდეგ ყოველ დღე ასე ხდება და და ჩვენ საუკეთესო მეგობრები გავხდით.
სალომე ახვლედიანი, 10 წლის