პანდემია,ონლაინ გაკვეთილები . ეს ყველაფერი დაკავშირებულია 2020 წელთან.პირველი რამაც გონებაში გამიელვა ეს იყო.მართალია კიდევ სხვა ბევრი რამ მოხდა,მაგრამ ამ წლის ნახევარზე მეტი ,ხომ პანდემიას უკავშირდება.არსებობს ვირუსი?ისმის კითხვა,ზოგს ჯერა ზოგს კი არა,ან უბრალოდ არ უნდა დაიჯეროს, რომ ვიღაცის დაუდევრობას ან გამიზნულად გაშვებულ ვირუსს ემსხვერპლა ამდენი ადამიანის სიცოცხლე.პასუხი კი არავინ იცის.
ეს წელი დაიწყო ჩვეულებრივად:სიხარულით და ახლის მოლოდინით შევხვდით 2020წლის შემოსვლას.როგორც ყოველთვის საახალწლო სურვილი იყო მშვიდობა და ჯანმრთელობა,მაგრამ ცოტა ხანში ყველაფერი თავდაყირა დადგა.ჩემთვის ათი წლის ბავშვისთვის ალბათ 2020 უცნაური და უჩველოც კია.ბევრი ვეძებე ინტერნეტში და მოვიძიე სხავადასხვა დროს არსებული ვირუსების შესახებ.შევიტყვე, რომ ბევრად უფრო საშიში და მართლაც მომაკვდინებელი ვირუსები გადაუტანია მსოფლიოს და ეს ახალი კორონა ვირუსი არც თუ ისე საშიში მომეჩვენა და ცოტა დავმშვიდდი.
პანდემიამ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა.განსაკუთრებით მგონია ,რომ ისეთ სტუმართმოყვარე და მორწმუნე ერს, როგორიც საქართველოა განსაკუთრებით უნდა გაჭირვებოდა იმ რეკომენდაციების დაცვა,რასაც ჩვენი ექიმები გვაძლევდნენ.ჩვენთვის ,ხომ წარმოუდგენელი იყო ხელის ჩამორთმევის და ჩახუტების გარეშე მისალმება.ეს ყველაფერი გადავლახეთ და როგორღაც შევეჩვიეთ,მაგრამ ტაძარში არ მისვლა და ზიარების საიდუმლოში ეჭვის შეტანა ჩვენი ერისთვის ყოვლად მიუღებელი აღმოჩნდა და არ დაემორჩილა მოთხოვნას: ,,არა ერთი კოვზით ზიარებას.’’უფროსი ადამიანებისგან მსმენია,რომ ასეთი არაფერი ახსოვთ და არც მათი წინაპრებისგან სმენიათ.
კომენდანტის საათმა და მოწოდება დარჩი სახლშიმ დედამიწა დაასვენა,გაწმინდა და ადამიანები დაგვაფიქრა:თურმე შეგვძლებია ავტომობილების გარეშე გადაადგილება,აქამდე წარმოუდგენლად მიგვაჩნდა სკოლის გარეშე სწავლა და გაკვეთილებზე დასწრება,მაგრამ ახალი ტექნოლოგიების საშუალებით ეს გამოწვევაც დავძლიეთ.შესაძლებელი ყოფილა ონლაინ გაკვეთილებით სწავლა და წინ სვლა.რა თქმა უნდა კურიოზების გარეშე ვერ ჩაივლის ასეთი გაკვეთილები.მაშინ ,როდესაც თითქმის ოცი წუთის განმავლობაში ხელოვნების მასწავლებელი გვიხსნიდა თუ როგორ გაგვეკეთებინა ყვავილი,ერთ-ერთი მოსწავლე ჩაერთო საუბარში და ჰკითხა მასწავლებელო ეს ყველაფერი უნდა წარმოვიდგინოთ და ისე გავაკეთოთ?და სწორედ მაშინ მიხვდა მასწავლებელი,რომ მთელი გაკვეთილის განმავლობაში კამერა კედლისკენ იყო შებრუნებული და ჩვენ ვერაფერი ვერ დავინახეთ.ყველაზე დაუჯერებლად ტელე სკოლა მიმაჩნდა ,მაგრამ დავრწმუნდი,რომ ჩემი მოსაზრება იმის შესახებ,თითქოს ტელევიზორიდან ვერ მოახერხებდა ესა თუ ის მასწავლებელი გაკვეთილის ახსნას და ჩემამდე მოტანას მცდარი აღმოჩნდა.შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და მათი ახსნილი გაკვეთილები ბრწყინვალე აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა,რომ პანდემიას ბევრი უარყოფითი შედეგი მოჰყვა, დადებითი მხარეებიც დაგვანახა:ჩვენ ბავშვებს საშუალება მოგვეცა მეტი დრო გაგვეტარებინა მშობლებთან და მათთან ერთად შეგვესრულებინა სხვადასხვა აქტივობები.ბევრი ისეთი რამ აღმოვაჩინეთ საკუთარ თავებში,რომელზეც წარმოდგენაც კი არ გვქონდა.მე პირადად აღმოვაჩინე,რომ თავისუფლად შემძლებია პირველი კლასელი ბავშვისთვის სწავლება. უკვე 10წლის ასაკში შემიძლია ვთქვა ,რომ სხვებისთვის სარგებელი მომაქვს.
ლუკა უსტიაშვილი, 10 წლის