ეს უცნაური ამბავი - მართა მოსაშვილი
ეს უცნაური ამბავი - მართა მოსაშვილი
2019 წლის 31 დეკემბერია და სულ რამდენიმე საათში დადგება 2020 წელი. ასეთი წელი მხოლოდ 1010 წელიწადში ერთხელ დგება, ამიტომ ყველას განსაკუთრებული მოლოდინები აქვს. გარშემო ისმის ხმები: ეს წელი ყველაზე განსაკუთრებული იქნება, ამ წელს ყველაზე გასაოცარი რამ მოხდება ... ერთი მხრიდან ყველა და ყველაფერი იდეალურად, ხალისიანად და ბედნიერად არის, მაგრამ ამავდროულად ისმის ხმები: მხიარულება მაკლია, საახალწლო განწყობა არ მაქვს და ასე შემდეგ.
ასე თუ ისე დადგა ახალი წელი და მოვიდა ეს „გასაოცარი“ 2020 წელი. სადღაც ჩინეთში ერთ-ერთმა პიროვნებამ ღამურა დააგემოვნა და
ამით მთელ მსოფლიოს გამოუტანა განაჩენი. მისი ერთი „სადილობით“ აღმოცენდა ვირუსი რომელზეც აქამდე ჯერ არავის სმენია. სახელად კორონა (COVID 19) ვირუსი. ვირუსი იმდენად ძლიერი და აღმოჩნდა, რომ სულ რაღაც თვენახევარში ნახევარი მსოფლიო დაატყვევა. ერთისგან მრავალს ედებოდა, ხალხი დაპანიკდა, ერთმანეთის ნდობა, თანადგომა სიყვარული და ერთგულება დაკარგეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საყოველთაო „კარანტინი’ გამოაცხადა, რამაც სიტუაცია უფრო გაამწვავა. ხალხი იმდენად შეშინდა, რომ გადაწყვიტეს საკვების მომარაგება, და აი ახალმა პრობლემამაც იჩინა თავი. გარდა სულიერი და მორალური პრობლემებისა დაიწყო მატერიალური კრიზისი, საკვებისა და ჰიგიენური საშუალებების მარაგი იწურებოდა, რამაც მოსახლეობა უფრო შეაშინა. ვირუსმა იფეთქა, იმდენად სწრაფად გადადიოდა ერთიდან მეორეზე, რომ სიტუაცია უკონტროლო გახდა და 21 თებერვალს ყველაფერი ჩაიკეტა. ჩაიკეტა საზღვრები, გაჩერდა ქარხნები,
შეწყდა სასწავლო და საგანმანათლებლო პროცესი, უვადოდ დაიკეტა ყველანაირი სავაჭრო და საკვები ობიექტები, სატრანსპორტო დაწესებულებები, გაუქმდა ყველანაირი დაგეგმილი თუ დაუგეგმავი ღონისძიება და დღესასწაული. დღითი დრე ყველაფერი უარესობისკენ მიიწევდა, მაგრამ ექიმები და მედიცინის მუშაკები ყველანაირად ცდილობდნენ ხალხის გამხნევებასა და დამშვიდებას. ინფიცირებულების რაოდენობა დღითი-დღე იმატებდა. ერთი შეხედვით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა.
გავიდა ხანი და ვირუსმა „დატყვევებული“ტერიტორიების გაფართოვება გადაწყვიტა, „მწვანე“ და უსაფრთხო ზონებიც კი „გააწითლა“ და საფრთხის შემცველი გახადა. ყველგან მარტო იმაზე საუბრობდნენ თუ როგორი დაძაბული სიტუაციაა და როგორ დღითი-დღე მძიმდება ყველაფერი. ხალხში ერთმანეთის ნდობა დაიკარგა, ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებდნენ და ცდილობდნენ მორიდებოდნენ ერთმანეთთან ზედმეტ კონტაქტს. ხმად გავარდა სტერეოტიპი, რომ ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასია და ის თუ დაკარგე მას ვეღარაფრით დაიბრუნებ და ამის გამო უარი თქვეს ყველაზე ძვირფასზე და ყველაზე მნიშვნელოვანზე, უარი თქვეს ერთმანეთზე, მათ საყვარელ ადამიანებზე რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ მათ ცხოვრებაში. დაივიწყეს მეგობრები, ნათესავები ახლობელი ადამიანები. სამყაროში ეგოიზმი და სიბოროტე გაბატონდა, ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე და თავისი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა. ბევრისთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა და მათი მთავარი მიზანი გამოკვება და კარგად ყოფნა იყო. ვერ ვიტყვით რომ საკვები და მედიკამენტები უმნიშვნელოა ან მეორე ხარისხოვანი, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეებიც არსებობს. უნდა დავფიქრდეთ რის გამო ხდება ეს ყველაფერი. არასდროს არ უნდა თქვა ადამიანმა არავიზე „არ მჭირდება“, რადგან მოვა დრო და ყველას გვერდში დგომა და სიყვარული დაგვჭირდება. ამიტომ მექნება თხოვნა მეგობრებო, ნათესავებო, ახლობლებო, ნაცნობებო თუ უცნობებო გიყვარდეთ ერთმანეთი და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

მართა მოსაშვილი, 13 წლის


1087
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
ინგა ოღიაშვილი
1
ყოჩაღ. სწორად აღიქვავ რეალობას
07:54 / 16-10-2020
ნინო კაპანაძე
1
ყოჩაღ, მართა!
21:07 / 15-10-2020