ჯერ 10 წლის ვარ და ასეთი წელი არ მქონია, 2020 წელი მართლაც ძალიან განსხვავებულია სხვა წლებთან განსხვავებით. უცნაური სწავლა, ონლაინ გაკვეთილები, მონატრება კლასელების, მასწავლებლების და სკოლის. ნეტა რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ყველაფერი. ერთი კარგი მხარე აქ ამ 2020 წელს, ამ წელს ძალიან ბევრი და საინტერესო წიგნი წავიკითხე. ცუდი ის არის რომ ვხედავ ბევრ გაჭირვებულ ადამიანს, ბავშვებს და ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს ჩემზე.
ეს 2020 წელი ბევრი რამის მაჩვენებელია, იმის რომ უნდა გვიყვარდეს და ვაფასებდეს იმას რაც გვაქ და მადლობელი უნდა ვიყოთ ღმერთის, უნდა ვილოცოთ რომ უარესი განსაცდელისგან გვიხსნას. 2020 წელს დაწესდა ძალიან ბევრი წესი. ყველა დაწესებულებაში არის საგანგებო მდგომარეობა, დაცულია ჰიგიენა, პირბადის გარეშე შესვლა არ შეიძლება, ყოველთვის ხელები არის დეზიმფექცირებული და დისტანციაც დაცულია. ეს ყველაფერი ჩემთვის შეუჩვეველი იყო მაგრამ როგორც სხვები მეც ვემორჩილები კანონს.
2020 წელი სხვა წლებისგან განსხვავდება ვირუსით რომელსაც ქვია კოვიდი. დანარჩენი ჩვენ შევხვდით ჩვეულებრივად როგორც დანარჩენ წლებს. დავიცავით ყველა საჭირო და საზეიმო წესი და შევხვდით 2020 წელს. ეს წელი მარტო ჩვენთვის კი არა არამედ მთელი მსოფლიოსთვის განსხვავებულია. კოვიდით მილიონობით ადამიანია გარდაცვლილი მსოფლიოში. დაიხურა ფაბრიკები და ბევრი დაწესებულება, ხალხი დარჩა უმუშევარი. არაფერს აღარ აქვს ძველებური ხალისი, მე ჯერ 10 წლის ვარ და შეიძლება ვერ ვხვდები რამდენად დიდი ზიანი მოგვაყენა ამ კორონა ვირუსმა, მაგრამ ვგრძნობ რომ ძალიან იმოქმედა ჩვენი ქვეყნისთვის და არა მარტო ქვეყნისთვის არამედ მსოფლიოსთვის.
ყველამ ვიცით კორონა ვირუსი როგორ ვრცელდება, თუ არ დავიცავთ ჰიგიენურ წესებს ამით მარტო ჩვენ თავს კი არა არამედ ჩვენს საყვარელ ადამიანებსაც ვაგდებთ საფრთხეში, განსაკუთრებით ხანში შესულ ადამიანებს ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს. სულ მოუთმენლად ველოდები 2021 წელს მინდა ის წელი ბევრად კარგი და მშვიდი იყოს 2020 წელთან განსხვავებით მინდა დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ ცხოვრების წესს ყველაზე მეტად მინდა სკოლა დაიწყოს, შემდეგ ყველა იყოს ჯამრთელი და ამდენი გაჭირვებული არ იყოს ჩვენს ქვეყანაში. ეს 2020 წელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის განსაცდელის წელი, ბევრი სტრესი განიცადა მოსახლეობამ, ჩემთვისაც ძალიან დიდი სტრესი იყო ამ ყველაფრის ნახვა და მოსმენა. თითქოს დავკარგეთ სიცოხლისთვის ბრძოლის უნარი როცა ჩაიკეტა გზები და გამოცხადდა კომმენდატის საათი თითქოს გაჩერდა დრო და მხოლოდ იმას ვფიქრობდი რომ ოღონდ ეს კორონა გადაგველახა. ამ 2020 წელს განსხვავებული მხოლოდ კორონა ვირუსი იყო ამიტომ ვწერ მის შესახებ.კორონა ვირუსმა დამიტოვა ცუდი საფიქრალი ამწელს, ეს იყო ყველაზე ცუდი და განსხვავებული წელი ჩემთვის. 2020 წელი გავატარეთ უცნაურად მქონდა მონატრება ახლობლებსა და მეგობრების მაგრამ კომენდატის და კარანტინის გამო ამ მონატრებას ინტერნეტით ვიკლავდით. თითქოს ყველაფერი ჩამწყნარდა და თითქოს ყველაფერი დაუბრუნდა ჩვეულებრივ რითმს, დიდი იმედი მქონდა დაიწყებოდა სკოლა, საგულდაგულოდ მოვემზადე დღეებს ვითვლიდი რომ ჩემს მეგობრებს შევხვდებოდი და საყვარელ მასწავლებელს მაგრამ ისევ იმედ გაცრუებაა, დაუჯერებელი იყო როცა გამოცხადდა კოვიდის ახალი ტალღა დაიწყოო, სკოლა გადაიდო ეს მართლაც დიდი იმედ გაცრუება იყო ამ წელს. ბევრი რამის რწმენა დავკარგე, მაგრამ ისევ ჩემი მშობლების დარიგებით არ ვკარგავ იმედს. მაქვს სწავლის სურვილი, მთელი გულით ვერთვები ონლაინგაკვეთილებში და ვცდილობ ბევრს.უფალს ვთხოვ, მეტი ასეთი წელი აღარ გვქონოდეს, იყოს მშვიდობა! მინდა მალე დადგეს 2021 წელი, ახალი წელი, ახალი იმედებით და მომავლით.
ელენე შარაშიძე, 10 წლის