2020 წელი იყო ძალიან დიდი სირთულე მსოფლიოსთვის. წლის დასაწყისიდან დღემდე, იქმნებოდა და იქმნება ისეთი სიტუაციები, რაც ადამიანისთვის დიდ ტრამვას წარმოადგენს. ახლა კი მოგიყვებით, თუ რა ხდებოდა ამ პერიოდში...
წლის დასაწყისი, ამერიკისა და ირანის კონფლიქტით დაიწყო, რაც ძალიან სახიფათო იყო მსოფლიოსთვის, მაგრამ საბედნიეროდ, მათი ეს უთანხმოება აღარ გამწვავებულა. ამ ამბის შემდეგ მსოფლიოს ახალი ბარიერი გამოუჩნდა, პანდემია, რომელსაც კოვიდ-19 ჰქვია. ეს ძალიან მოულოდნელი რამ იყო მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით, ექიმებისთვის. ამ მოულოდნელობამ გამოიწვია, ექიმებისა და ხელისუფლების მოუმზადებლობა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვირუსი ვრცელებოდა და ნელ-ნელა დიდ დარტყმაას აყენებდა მსოფლიოს. რა თქმა უნდა ყველა ქვეყანამ დაიწყო ბრძოლა მის წინააღმდეგ, ზოგი ქვეყანა კარგად გაუმკლავდა ამ ვითარებას, მაგრამ იყვნენ ქვეყნები, სადაც ნამდვილად ტრაგიკული მდგომარეობა იყო, მაგალითად იტალია. იტალიაში შეიქმნა ძალიან რთული სიტუაცია, რადგან ვირუსი გავრცელდა და დიდ მასშტაბებს მოედო, ამან გამოიწვია ის, რომ ექიმები ვეღარ უმკლავდებოდნენ დაინფიცირებულებს და ვაქცინის არ არსებობის გამო ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა.
ეს არ ეხებოდა მხოლოდ იტალიას, რადგან ასეთი სიტუაცია სხვა ქვეყნებშიც იყო და ეს, არამხოლოდ ამ ქვეყნების, არამედ მთელი მსოფლიოს დიდი ტრაგედია და საფრთხე იყო, ამიტომაც ყველა ქვეყანაში დაიწყეს შეზღუდვების შეტანა და ხალხს დაუწესეს, რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაეთვალისწინებინათ, ამ წესების მიხედვით, ადამიანები უნდა დარჩენილიყვნენ სახლში, ყველა საქმე რსაცა ადრე აკეთებდნენ, ახლა უკვე სახლიდან უნდა გაეკეთებინათ, უნდა მორიდებოდნენ ურთიერთობებს და ასე შემდეგ... ეს რეკომენდაციები ძალიან რთლი იყო ადამიანების ფსიქოლოგიისთვის, რადგან ყველას დაგვაკლდა ურთიერთობები, გარეთ გასვლები, მეგობრებთან და კლასელებთან ერთდ გართობა და სახლში ჯდომა კი ამ ყველაფერს აფერხებდა. ასეთი რთული სიტუაციების, შემდგომ რა ხდებოდა საქართველოში?!
საბედნიეროდ, საქართველომ ეს გამოწვევა საკმაოდ წარმატებულად გადალახა. მთავრობამ და მთავარმა ექიმებმა დროულად მოახდინეს რეაგირება, რამაც გამოიწვია ის, რომ ჩვენს ქვეყანას მინიმალური დანაკრგი ჰქონდა და ვირუსსაც არ მიუღია ფართო მასშტაბიანი სახე. ნელ-ნელა, როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშც ჩწყნარდა სიტუაცია და ზაფხულში უკვე, თითქმის ჩეულ რეჟიმში გრძლდებოდა ცხოვრება. მოიხსნა შეზღუდვები და მოგვეცა საშუალება, რომ ზაფხული ბედნიერად გაგვეტარებინა, მეგობრებთან და ოჯახისწევრებთან ერთად. ყველა წავედით დასასვენებლად და კარგი და მხიარული დროც გავატარეთ, ამ განტვირთვამ და ვირუსის დავიწყებამ გამოიწვია ის, რომ წამოვიდა კორონას მეორე ტალღა, და ისვე სახლში დარჩენა მოგვიწია. ჩვენი სკოლის დაწყების მოლოდინი არ გამართლდა, რადგან სკოლები და სხვადასხვა დაწესებულებები დაიხურა და ისევ სახლიდან გვიწევს სწავლა.
ასეთი იყო 2020 წელი, ბევრი ტრაგედიით, სიკვდილიანობით და დრამით სავსე, რაც იმედია, რომ მომავალ წელს აღარ გაგრძელდებ და 2021 წელი იქნება ყველაზე ტკბილად გასახსენებელი წელი, ბევრი მხიარული სახეებით და საინტერესო ამბებით.