ეს 2020 წელი ყველასთვის უცნაურად დაიწყო. მსოფლიოს დიდი ქალაქებისთვისაც, როგორებიცაა: საფრანგეთი, ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი და ა.შ. შეწყდა სამსახურები, შეწყდა მოძრაობები და ამან მსოფლიოს პატარა ქალაქების ეკონომიკაზეც იმოქმედა. ამას მოჰყვა დიდი არეულობა და რაღაც დროით მსოფლიომ არსებობა შეწყვიტა. 2020 უცნაური და გამორჩეული წელი იყო ახალგაზრდების სიკვდილიანობით. საქართველო არის ქვეყანა, რომლის მოსახლეობის რაოდენობა სამ მილიონს აჭარბებს და მისთვის ასეთი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ნამდვილად შემაძრწუნებელია, როგორც ჯანსუღ ჩარკვიანი იტყოდა:, საქართველოვ შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი’’. ამ უამრავი შემთხვევის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს წელი ნამდვილად უცნაური და მწუხარებით აღსავსე აღმოჩნდა. როდესაც ტურიზმის სეზონი იხსნება, ზემოთ ხსენებულ ქვეყნებს მუდამ თავბრუდამხვევად ბევრი ტურისტი სტუმრობდა, წელს ეს ყველაფერი შეცვალა ამ პანდემიამ, ყველაფერი დაიკეტა, ჩაიკეტა ხალხი და ყველაფერმა არსი დკარგა. ეიფელის კოშკმაც კი რომელიც თავისი სილამაზით მსოფლიოშია ცნობილი ტურისტების გარეშე დარჩა. ეს წელია, როდესაც მთელი მსოფლიო გავერთიანდით უხილავი მტრის წინაშე, დიდი თუ პატარა ამ ომის მონაწილეა. მსოფლიოში ახალი სიცოცხლის წყორვილმა მოიცვა დიდი თუ პატარა და გადარჩენის სურვილის მქონე ადამიანები ვერ ხვდებოდნენ რა მოეხერხებინატ მტრისთვის, რომელსაც არც ფორმა აქვს არც ზომა და არც არაფერი. ჩვენ უამრავი პანდემია, შავი ჭირი, ფრინველის გრიპი და ღორის გრიპიც კი გადავიტანეთ, გადავლახეთ, მაგრამ მსგავს მგომარეობაში არცერთს არ ჩავიგდივართ. ეს წელი უცნაურად დაიწყო და მთელი რიგი უცნაურობებით აპირებს დასრულებას.