ეს უცნაური 2020 - ალექსანდრა მესტვირიშვილი
ეს უცნაური 2020 - ალექსანდრა მესტვირიშვილი
ყველა ადამიანი ელოდება ახალ წლისგან კარგს და საინტერესოს. საახალწლო ღამეს ყველა ჩაიფიქრებს სურვილს, მაგრამ ამ წლის დასაწყისში მსოფლიომ შეიტყო, რომ ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლინდა საშინელი ვოირუსი. ტელევიზორში საშინელი სანახაობა იყო, როგორ დაცარიელდა ქუჩები ჩინეთში. ხალხი მარტო სასურსათო მაღაზიებში და აფთიაქებში გადიოდა სახლიდან. ნელ-ნელა ვირუსი გავრცელდა მთელ მსოფლიოში და გაზაფხულს ჩვენთანაც მოაღწია. საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ სკოლები დაიხურა. ჩვენს წინ საკითხი დადგა როდის გავაგრძელებთ სწავლას. ასეთი შემთხვევა არასდროს ყოფილა ჩვენი მშობლების სწავლისას. რაღაც დროის შემდეგ ტელევიზიაში გამოვიდა გადაცემა <<ტელესკოლა>>, მერე კი ონლაინ
გაკვეთილები დაიწყო. უცნაური იყო ონლაინ გაკვეთილებზე, მასწავლებელთან და კლასელებთან ურთიერთობა, მაგრამ თანდათან მივეჩვიე. ესეთი სწავლა ის არ არის რაც ჩვენ გვინდა, მაგრამ ასე ჯობია სულ არსწავლას. ბავშმა უნდა ისწავლოს! ასე ვსწავლობდით ზაფხულის არდადეგებამდე. ზაფხულში ვოცნებობდი როგორ შევიკრიფებით სკოლაში თხუთმეტ სექტემბერს, როგორ შევხდები ამხანაგებს და მასწავლებლებს. მოგვიანებით სკოლები გაიხსნა, ოღონდ რამდენ ხანს ვივლით არ ვიცი. იძახიან ისევ დაკეტავენ. მე ძალიან მინდა, რომ ხალხმა გაიმარჯოს ამ ვირუსის წინააღმდეგ. ყველას უნდა თავიანთი სანათესავოსი და სამეგობროსი ჯანმრთელობა და ბედნიერება. მე ვუსურვებ მთელ მსიფლიოს ხალხს ჯანმრთელობას და მალე დამარცხებინათ ეს ვირუსი! იმედი მაქვს ახალ წელს ვირუსის გარეშე შევხდებით!
ალექსანდრა მესტვირიშვილი, 10 წლის


94
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა