ეს უცნაური 2020 - ანა ქარცივაძე
ეს უცნაური 2020 - ანა ქარცივაძე

დადგა ეს უცნაური 2020 წელი, დღეები მშვენივრად მიდიოდა მაგრამ, უცებ 2020 წლის 15 თებერვალს დადგა ცუდი პერიოდი საშინელი პანიკა იყო რადგან იმ დღიდან დაიწყო კორონა ვირუსი,რომელიც გაუჩერებლად ვრცელდებოდა. ადამიანიდან ადამიანზე გადადიოდა ეს ვირუსი. ვერაფრით ვერ შველოდნენ ექიმები, კორონა ვირუსი ხომ გადამდები იყო.უკვე უამრავი ადამიანი გარდაიცვალა,მაგრამ ამას ხომ აღარაფერი არ უშველის. საზღვრებიც ჩაიკეტა და ყველა კარანტინში იყო ვისაც აქ ჩამოსვლა უნდოდა საზღვარგარეთიდან. არაფერი არ ეშველა კორონა ვირუსს და დღემდე გრძელდება. დღეს 6 ოქტომბერია და ახლა უფრო დიდი ხნით ჩავიკეტეთ და ჩაკეტილ

სივრცეში ვცხოვრობთ.იმედია მომავალში დასრულდება ყველაფერი და გავაგრძელებთ მშვენიერ წინანდელ ცხოვრებას. უსასრულოდ გაგრძელდა კორონა ვირუსთან ერთად ცხოვრება. მომენატრა წინა ცხოვრება როცა ჩემს სააყვარელ თანაკლასელებთან ერთად ვერთობოდი.მომენატრა ის მომენტებიც როცა ცემს საყვარელ თანაკლასელებთან ერთად ბევრს ვთამაშობდი ათასნაირ თამაშებს მაგალითად:მგელობანას,გაშეშობანას,გასწრობანას და ასე შემდეგ. ახლა კი ვზივარ სახლში, ვკითხულობ წიგნებს,ვასრულებ დავალებებს,ვერთვები გაკვეთილებს და ვეთამაშები ჩემს საყვარელ ძმას. თანაკლასელებს კი მხოლოდ ონლაინ გაკვეთილებით ვნახულობ. იმედია შემდეგ წელს წინანდელ ცხოვრებას დავუბრუნდებით, და იმედია სიმშვიდეს დაისადგურებს ჩვენი ქვეყანა საქართველო. ალბად დავბრუნდებით სკოლაში და შევხვდებით მე და ჩემი თანაკლასელები ერთმანეთს და ისევ და ისევ ვითამაშებთ ბევრ სახალისო თამაშებს და ავინაზღაურებთ კორონა ვირუსის პერიოდში დაკარგულ დროს და იმედია ონლაინით არასდროს აღარ ვიმეცადინებთ რადგან მასწავლებლებმა
გაიგონ სინამდვილეში ვინ ვარ მე და რისი გაკეთება შემიძლია რეალობაში წინ ხომ კიდევ ბევრი რამ გველოდება.ამით ეს ისტორია არ მთავრდება კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის მოსაყოლი.კიდევ მოვითმენ ცოტას თუ ეს გამოადგება ჩვენს ქვეყანას,არ მინდა სულ რომ კომპიუტერით ვისწავლო. მართალია ეს დრომ მოიტანა და კომპიუტერიც ისე როგორც სამეცადინო წიგნები ისე გვჭირდება მაგრამ მინდა რომ კომპიუტერსაც ჰქონდეს თავისი ადგილი რადგან არ მივეჯაჭვო მას და გავხვდე უსწავლელი ადამიანი. მინდა რომ ბევრი ვისწავლო და მხოლოდ სწავლას მივეჯაჭვო.არ მინდა რომ გამოვტოვო სწავლის ის მომენტები რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გამომადგება. მინდა რომ ვიყო ბეჯითი, განათლებული,ჭკვიანი და სწავლული მე ხომ ეს ბეჯითობა,განათლება და სწავლა მთელი ცხოვრების განმავლობაში გამომადგება. რათქმაუნდა ამში კომპიუტერი და ონლინ სწავლაც დამეხმარება მაგრამ მე მირჩევნია სკოლაში ვიარო ვისწავლო და ვიყო განათლებული ადამიანი.კომპიუტერი დამხმარე საგანია მაგრამ კომპიუტერი მე ზოგადად ძალიან მეზიზღება. მინდა ეს ისტორია ცოტათი კიდევ გავაგრძელო და ცოტათი კიდევ წაგართვათ დრო. ყოველთვის ვართ სწავლის მოლოდინში მაგრამ არ დაიწყო ეს სწავლა რადგან კორონა ვირუსი გაგრძელდა და ისევ პანდემიაში ვართ, მაგრამ არ ვიცი ეს როგორ გამოსწორდება,იმედია სამუდამოდ არ გაგრძელდება, იმედია სამუდამოდ არ გაგრძელდება და დასრულდება 2021 წელს მაინც რადგან სკოლა ძალიან მომენატრა და არ ვიცი როგორ დავივიწყო სკოლა როცა ის ძალიან ძალიან მიყვარს. ამით კი ეს ისტორია დასრულდა მე გემშვიდობებით იმედია ჩემი დაწერილი თემა ძალიან მოგეწონათ ნახვამდის.
ანა ქარცივაძე, 10 წლის

110
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა