მოგესალმებით ,ძვირფასო მკითხველებო. ალბათ გაინტერესებთ ვისი ამბავი უნდა მოისმინოთ? ეს ამბავი ერთ იტალიელ გოგონაზეა, რომელიც მთელ დღეებს უდარდელად ატარებდა მანამ, სანამ მის თავს ტრაგედია არ დაატყდებოდა. ამ გოგოს სახელად კრისტენი ერქვა.13 წლის იყო და ნაკიან წელიწადს იყო დაბადებული.
2020 წლის თებერვალი იქნებოდა, სკოლიდან ახლად დაბრუნებული, მშიერი გოგო, ბუტერბროდის მომზადებას შეუდგა. დედა სახლში არ დახვდა, ალბათ მეზობელთან იყო გასული. როდესაც ბუტერბროდის მომზადება დაამთავრა, ტელევიზორის წინ მოკალათდა და დიდი ქალივით ახალი ამბების ყურებას შეუდგა. ჯერ ერთი არხი გადართო, შემდეგ მეორე, მესამე, მეოთხეზე შეჩერდა და ყურადღებით მოსმენა დაიწყო. ბუტერბროდის ერთი ლუკმა ჩაკბიჩა, როდესაც თემა პანდემიაზე ჩამოვარდა. -პანდემია?!-გაიფიქრა გოგონამ და ლუკმა გადაყლაპა.
-ეს ახალი ვირუსია, რომელიც პირველად ჩინეთში დაიწყო. მას COVID-19-ის სახელით მოიხსენიებენ. ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება!-ამბობდა წამყვანი, რომელიც ტელევიზორიდან აგებინებდა ხალხს ახალი ვირუსის შესახებ.
-მკვლელი ვირუსი!-ეს არის ამ ვირუსის ნამდვილი სახელი.-გაიფიქრა კრისტენმა და ბუტერბროდის ბოლო ლუკმა შეჭამა.
-დედა ისევ არ ჩანს. ნეტავ სად არის? მოდი დავურეკავ!...- არ პასუხობს. კარგი დავიძინებ და ალბათ მალე მოვა.-გაიფიქრა კრისტენმა და საძინებლისკენ გაეშურა ,კარი შეაღო და თავი დიდ, ფუმფულა ბალიშზე დადო. იმ წამსვე ჩაეძინა. კრისტენმა ღრმა ძილი იცის, როგორც კი თავს ბალიშზე დებს ეგრევე ეძინება და სიზმრების ქვეყანაში მიემგზავრება, როგორც ეხლა.
იცით რა ესიზმრება კრისტენს? მილიონობით პატარა ნაწილაკი, რომელებიც მთელ დედამიწაზე არიან მოდებულნი და ადამიანებს თავს ესხმიან. ესიზმრება დედამიწა, სადაც ყველაფერი უსიცოცხლოა. კრისტენი შიშით იღვიძებს, თავს იმშვიდებს და ცდილობს ხელახლა წავიდეს სიზმრების ქვეყანაში, სადაც ამჯერად მაინც იქნება ყველაფერი დალაგებული. კრისტენი დაძინებას ცდილობს, მაგრამ ყოველჯერზე როგორც კი ძილში ეშვება, თვალწინ ეს მკვლელი ვირუსი წარმოუდგება. უკვე ხვდება რა იქნება დედამიწაზე ამ მკვლელი ვირუსის გავრცელების შემდეგ. ცდილობს ამაზე არ იფიქროს, მაგრამ ეს არ შეუძლია. ლოცულობს, რადგან უნდა რომ ყველა ადამიანი ჯანმრთელი იყოს და არავინ იყოს ამ ვირუსის მსხვერპლი. დგება, ტელევიზორს რთავს და კიდევ უფრო ცდილობს მეტი გაიგოს ამ ვირუსის შესახებ.
-ინფიცირებულთა რაოდენობამ ათას გადააჭარბა, ჩვენი ინფორმაციით პირველი შემთხვევა იტალიაშიც დაფიქსირდა. ჩვენ ყველას მოგიწოდებთ თავი დაიცვათ რათა ხელი არ შეუწყოთ ამ ვირუსის გავრცელებას.- დაასრულა საუბარი წამყვანმა.
კრისტენს თვალზე ცრემლი მოადგა, ცდილობს არ იტიროს , მაგრამ არ გამოსდის. ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდის. კარზე ზარია, კრისტენი თვალებს ისრესს და კარის გასაღებად მიდის. კარში კი დედა ხვდება რომელიც მაშინვე აცრემლებულ გოგოს გადაეხვევა და მის დაწყნარებას შეეცდება.
-იცი, არა?- ხმის კანკალით ეკითხება გოგო დედას.
-ხო ვიცი, ვიცი.-პასუხობს და შვილს უფრო მაგრად ეხუტება.
გარეთ ცივი და თოვლიანი ამინდია, ბარდნის და ბარდნის, როგორც ცრემლები კრისტენის თვალებიდან, თითქოს ისიც გოგონასთან ერთად განიცდის ამ ამბავს.
ბარდნის და ბარდნის.