პირველი რაც 2020 წელზე გვახსენდება არის covid 19 და მისი საშინელი შედეგები. ამდენი წლის განმავლობაში ასეთი ვირუსი ჯერ არ ყოფილა და მოულოდნელად ამ ძალიან საშიშმა ვირუსმა ემოციური რეაქცია გამოიწვია, თუ რატომ მოხდა ასეთი ცუდი რამ მშვიდ სამყაროში და აშ. ხალხი ასეთი თავზარდაცემული იმიტომ არის რომ უბრალოდ ამას არ ელოდნენ, ვერ წარმოიდგენდნენ თუ ასეთი რამ დაატყდებოდა მსოფლიოს. პანიკა ატყდა ამ ვირუსის გამო თუმცა ეს ვირუსი არც ისეთი საშიშია ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. შორეულ წარსულში ბევრად უფრო საშინელი ვირუსებიც იყო, რომლებიც ზედიზედ იჭრებოდა სხვადასხვა ქვეყნებში და ძალიან ბევრი ხალხიც უმსხვერპლია მაგრამ მას შემდეგ ძალიან დიდი ხანი გავიდა და ხალხი მასზე აღარც კი ლაპარაკობდა, სწორედ ამ დროს ძალიან უცბად და მოულოდნელად კარს მოგვადგა ეს მორიგი საშინელება რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა ეს ალბათ იმის ბრალია, რომ მანამდე ადამიანები ვერც აღიქვამდნენ როგორი იქნებოდა ძველ დროში მაგალითად შავი ჭირის დროს რომ ეცხოვრათ. და ამ ახალ ვირუსზე დიდი პანიკა გაიმართა. კორონავირუსი რომ რომელიმე ძველი დროის საშინელი ვირუსის შემდეგ დაწყებულიყო ისტორიაში ყველაზე ნაკლებად საშიში ვირუსი იქნებოდა. ვერავინ იტყვის რომ ეს ვირუსი არ არსებობს რადგან ფაქტი სახეზეა და ვირუსისგან თავის დასაცავად გარკვეული წესები არსებობს, მთავარია ხელი არავინ შეუწყოს საკუთარი თავის დაავადებას და ჰიგიენის წესებზე კონცენტრირდეს არ არის საჭირო მთლადაც ამდენი ნერვიულობა. ახლა კორონავირუსის დროა ამ მსოფლიოში ბევრი რამ ხდება და ეს სულ ასე იქნება, კიდევ ბევრი რამ მოხდება.
ქეთი ბერიანიძე, 10 წლის